დასასრულს უახლოვდება საქართველოს 16-წლამდელთა გათამაშების რეგულარული ჩემპიონატი, რის შემდეგაც სტარტს პლეი ოფის თამაშები აიღებს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში 13 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. თითო ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4 საუკეთესო გადის. ამ ეტაპისთვის გარკვეულია “ა” ჯგუფიდან პლეი ოფში გასული გუნდები – “ზაზა 1”. “ოვერტაიმი”, აჭარის ნაკრები და “ქუთაისი”. “ბ” ჯგუფში პირველობა განაღდებული აქვს “ჰიუნდაის”, ხოლო II, III, და IV ადგილებზე განთავსებულები არიან “ზაზა 2”, “ქუთაისი 2″ და აკადემია”. ამ გუნდებს პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვთ, თუმცა მე-5 ადგილზე მყოფ “რუსთავს” აქვს შანსი, წარმატების შემთხვევაში რომელიმე მათგანი ამოაგდოს მეოთხედფინალიდან.
მეოთხედფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან:
ა1 – ბ4
ბ2 – ა3
ბ1 – ა4
ა2 – ბ3
რეგულარულ ჩემპიონატში 9 მატჩია დარჩენილი. ბოლო შეხვედრა 18 აპრილს გაიმართება, რის შემდეგაც პლეი ოფის კალენდარი გამოქვეყნდება.
16-წლამდელთა ჩემპიონატის ყველა მატჩის შედეგი და სტატისტიკა იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე, შესაბამის განყოფილებაში: http://gbf.ge/league/u16/schedule#mbt:275-303$t&0=1