დასრულდა საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარული ჩემპიონატი. პლეი ოფი, რომელშიც 8 საუკეთესო გუნდი გავიდა, სტარტს 16 ივნისს აიღებს.
პლეი ოფის პირველ, ანუ მეოთხედფინალურ რაუნდში გამარჯვებული 1 მატჩის შედეგად გამოვლინდება. ნახევარფინალური და ფინალური სერიები კი 2 მატჩის ჯამში ჩატარდება. თუკი გუნდებმა თითო მატჩი მოიგეს, უპირატესობა ბურთების უკეთესი შეფარდების მქონე გუნდს მიენიჭება. 1 მატჩით გამოვლინდება მე-3 ადგილის მფლობელი.
საინტერესო რამ მოხდა რეგულარულ ჩემპიონატში. “დინამომ” და “ზაზა 1”-მა თანაბარი ქულები დააგროვეს, ურთიერთშეხვედრებში თანაბრობა ჰქონდათ: “ზაზა 1”-მა “დინამო” პირველ წრეში 8 ქულით დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში მასთან ასეთი სხვაობით დამარცხდა. დინამოელებმა ბურთების საერთო შეფარდებით აჯობეს “ზაზა 1”-ს და რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავეს.
წარმოგიდგენთ რეგულარული ჩემპიონატის საბოლოო ცხრილს, პლეი ოფის ბადეს და მომავალი მატჩების კალენდარს.

ცხრილის გადიდებულ ფორმატში სანახავად დაკლიკეთ აქ: სატურნირო ვითარება

