გალერეა
დღეს საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის 5 მატჩი უნდა გამართულიყო,
თუმცა 18:00 და 20:00 საათზე დანიშნული მატჩები გადაიდო. მიზეზი „აკადემიის“ დარბაზის
შესაბამისად მოუმზადებლობა გახლდათ. გასულ ღამეს, ძლიერმა ქარმა რამდენიმე ფანჯარა
ჩაამსხვრია და დარბაზში არსებული სიცივის გამო საღამოს დანიშნული მატჩების გამართვა
შეუძლებელი გახდა.
გადადებული მატჩების,
„დინამო“ – „ხაშურისა“ და „აკადემია კნაუფი“ –
„სოხუმის“ გამართვის თარიღი უახლეს დღეებში დადგინდება.
წარმოგიდგენთ
დღეს ჩატარებული შეხვედრების შედეგებს და საუკეთესო მოთამაშეებს.
მართვე – აკადემია 2 74:56
მართვე:
შოთა ლუარსაბიშვილი – 20ქულა; გიორგი ჯაში – 13ქულა; ნიკა გოგოხია – 10ქულა, 8 მოხსნა;
აკადემია 2:
მიხეილ რევია – 17 ქულა, 10მოხსნა; ნუგი მდივანი
-14ქულა, 8მოხსნა; ნიკა მეცხვარიშვილი – 11ქულა, 10მოხსნა.
ჰიუნდაი – რუსთავი 80:53
ჰიუნდაი:
თორნიკე აბულაძე – 29ქულა, 12მოხსნა; დევიდ დევიდსონი – 16ქულა, 13მოხსნა; რატი მდივანი
– 16ქულა; ვახტანგ თუთაშვილი – 11ქულა;
რუსთავი: ნიკა
შატაკიშვილი – 16ქულა; ბექა დაშნიანი – 12ქულა, 10მოხსნა; ბექა ბაქრაძე – 11ქულა,
8მოხსნა.
არმია – ქუთაისი 2 60:33
არმია:
ნიკოლოზ აბაიშვილი – 18ქულა; ნიკოლოზ ნიბლაძე – 16ქულა, 20მოხსნა; გოგა სალდაძე –
12ქულა;
ქუთაისი 2:
დავით ქორიძე – 12ქულა, 15მოხსნა; რომან კალაძე – 10ქულა.