16-წლამდელთა ჩემპიონატის მე-6 ტური, რომელიც
ქუთაისში დაიწყო და დღეს ვაკეში მდებარე
აკადემიის დარბაზში გაგრძელდა, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
,,კარდინალი-ორბი 2”
დებიუტანტ ,,კაკტუსს” დაუპირისპირდა და მეტოქე
49:41 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ნახევარი ,,კაკტუსის” უპირატესობით წარიმართა
და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 26:19.
სულ სხვაგვარი სიტუაცია შეიქმნა მატჩის მესამე და
მეოთხე პერიოდში. კარდინალის გუნდმა მოახერხა
მობილიზება და საბოლოოდ მეტოქეს 8 ქულით აჯობა. ,,კაკტუსის” შემადგენლობაში ხვიჩა
ხოსიტაშვილი გამოირჩა, რომელმაც 31 ქულითა და 30 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
ხოლო კარდინალი-ორბი 2-ის რიგებში ორმაგი დუბლი სოსო ტურაშვილისა (11ქ. 12მ) და
ლაშა ვეკუას (10ქ.10მ) ანგარიშზეა.
დაძაბული გამოდგა აკადემიისა და შინაგან საქმეთა
სამინისტროს გუნდების დაპირისპირება. მატჩის პირველი ათწუთეული გუნდების
გარდამავალი უპირატესობით წარიმართა მეორე
მეოთხედში კი აკადემიელებმა იაქტიურეს და დიდ შესვენებაზე 4 ქულით გავიდნენ წინ 29:25. კიდევ უფრო დაზაბული და ემოციური გამოდგა
შეხვედრის მეორე ნახევარი – აღნიშნული გუნდების მოთამაშეებს შორის კონფლიქტი
მოხდა, რასაც მოედანზე სათადარიგოთა შესვლა მოჰყვა. მსაჯების გადაწყვეტილებით მოედანზე
შეჭრილმა მოთამაშეებმა მოედანი დატოვეს, გუნდებმა კი მატჩი 5–5
კალათბურთელით გააგრძელეს.
შეხვედრა საბოლოოდ აკადემიელთა გამარჯვებით დასრლდა,
რომელთაც შსს 55:44 დაამარცხეს. მოგებულებს ორმაგი დუბლით ლევან მასხულიამ ულიდერა
– 17 ქულა და 21 მოხსნა. შსს–ს რიგებში კი
20 ქულითა და 26 მოხსნით ორმაგი დუბლი ვილი ისიანის ანგარიშზეა.
დებიუტანტ AXE-სა და ავერსი
2–ის შეხვედრა AXE–ის გამარჯვებით დასრულდა – 64:55. მატჩის პირველი ათწუთეული
დებიუტანტთა უპირატესობით წარიმართა(21:11), მეორე მეოთხედში ,,ავერსელები“ გააქტიურდნენ
და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს – 29:31.
შეხვედრის მეორე მეოთხედში AXE აქტიურად
ათამაშდა და მატჩში დამაჯერებლად იმარჯვა.
საინტერესო გამოდგა ,,ნიკეასა“ და ,,ზაზას“
დაპირისპირება, სადაც ზაზას გუნდმა
მეტოქე 61:54 დაამარცხა. მოგებულებს თორნიკე რაზმაძემ ულიდერა, რომელმაც 22 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.
ხოლო ,,ნიკეას“ 15 ქულა თორნიკე გაგუამ
შესძინა.
კარდინალი-ორბი 1 -მა რუსთავი 1-ს უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში
მეტოქე 8 ქულის სხვაობით, 79:71 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში 20-20 ქულა
ლევან გოგალაძემ და დიმიტრი ბობილევმა დააგროვეს, ამუკანასკნელმა კი 17 მოხსნაც
მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ორმაგი დუბლი შეასრულა ასევე ვასო
მჭედლიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა
და 11 მოხსნაა.
აღსანიშნავია გიორგი გუგეშაშვილის კარგი თამაში, რომელმაც
14 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი მიითვალა და სამმაგი დუბლის ავტორი გახდა.
რაც
შეეხება რუსთავი 1-ის გუნდს, მას 18 ქულა დიმიტრი ჩიჩუამ შესძინა, ხოლო 11 ქულითა
და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი დავით ბარამიძის ანგარიშზეა.
ტურის დასკვნით შეხვედრაში ,,სოხუმმა” დიდი ანგარიშით დაამარცხა ლომების
გუნდი – 64:24 სოხუმელებს 12 ქულით გუგა
ლოლუამ ულიდერა, ხოლო ,,ლომების” მხრიდან 8 ქულა საბა ბაზერაშვილის ანგარიშზეა