16-წლამდელთა მეორე წრე დაიწყო

16-წლამდელთა მეორე წრე დაიწყო

16-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე წრემ დღეს ვაკეში მდებარე
აკადემიის დარბაზში აიღო სტარტი, სადაც მორიგი ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

დღის
პირველ მატჩში დებიუტანტი  AXE  ,,ზაზას“ დაუპირისპირდა, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი
გააწყო და მარცხი განიცადა – 44:59. გამარჯვებულთა რიგებში მამუკა ბაზუაშვილი გამორჩა,
რომელმაც 16 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო იური ხალათიანს ორმაგ დუბლამდე ერთი
შედეგიანი გადაცემა დააკლდა (14ქ. 9პ). რაც შეეხება AXE-ს, მის შემადგენლობაში 16 ქულა
დავით ქავთარაძის ანგარიშზეა.

,,სოხუმისა“ და ,,რუსთავის“ დაპირისპირება რუსთაველთა
სასარგელოდ დასრულდა. ,,ქვემოქართლელებმა“ სტუმრად 61:50 იმარჯვეს და 6 მოგებითა და
1 მარცხით სატურნორო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ. სოხუმელთა შემადგენლობაში
სოსო მაჭავარიანი გამოირჩა, რომელმაც 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა,
ხოლო რუსთავის გუნდს 16 ქულით ნუგზარ ტაბაღუამ ულიდერა.

,,კარდინალი 1“-მა შინ ,,ფოთი“ მიიღო და როგორც მოსალოდნელი
იყო მეტოქე იოლად,  74:55 დაამარცხა. მოგებულთა
რიგებში საუკეთესო 16 ქულით გიორგი გუგეშაშვილი იყო, ხოლო ,,ფოთის“ შემადგენლობაში
14-14 ქულა სოსო ჯღარკავასა და ჯანო ბერაიას ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა კი 18 მოხსნაც
მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

16-წლამდელთა დღეავნდელი ტურის დასკვნის მატჩში ერთმანეთს
,,ლომები“-,,ავერსი2“ დაუპირისპირდნენ, სადაც ავერსელებმა 56:40 იმარჯვეს. მოგებულებს
გიორგი რეხვიაშვილმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულითა 23 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა,
ხოლო ,,ლომების“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი თემურ ზედგენიძის ანგარიშზეა – 19 ქულა
და 15 მოხსნა.

AXE -ზაზა

სოხუმი -რუსთავი

კარდინალი 1 – ფოთი