თბილისის სპორტის სასახლემ 16-წლამდელთა ჩემპიონატის
მორიგი ტურის მატჩებს უმაპინძლა.
დღის პირველ
მატჩში შედგა ,,სოხუმისა“ და AXE-ს დაპირისპირება, სადაც ,,ზღვისპირელებმა“ იოლად, 87:52 იმარჯვეს და 9 მოგებითა და 1 მარცხით ,,ა“ ჯგუფის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ. სოხუმელთა რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: დავით სალაყაიამ
43 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა, ხოლო სოსო მაჭავარიანის ანგარიშზე 22 ქულა, 14 მოხსნა
და 9 შედეგიანი გადაცემაა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. AXE-ს გუნდს კი 17 ქულა გიორგი თევდორაშვილმა შესძინა.
,,ლომებისა“ და კარდინალი1-ს დაპირისპირება ,,კარდინალის“
გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ,,ლომებს“ დიდი სხვაობით, 62:30 სძლია. კარდინალი 1-მა
ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა. გამარჯვებულებს ორმაგი დუბლით, 16 ქულითა და 10
მოხსნით დიმიტრი ბობილევმა ულიდერა, ხოლო გიორგი გუგეშაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა
დააკლდა(13ქ.9მ). რაც შეეხება ,,ლომებს“, მის
შემადგენლობაში 10 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლის თემურ ზედგენიზემ მიითვალა.
დღის დასკვნით მატჩში გაიმართა ავერსი2-სა და ,,ნიკეას“
დაპირისპირება, რომელიც ,,ნიკეას“ იოლი გამარჯვებით, ანგარიშით 67:48 დასრულდა. ,,ავერსის“
შემადგენლობაში 20 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი
დუბლი გიორგი რეხვიაშვილმა შეასრულა, ხოლო ნიკეას
გუნდში 23-23 ქულა თორნიკე გაგუამ და ზურაბ გეგჭკორმა მიითვალეს. ამ უკანსაკნელმა
13 მოხსნაც დააგროვა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
სოხუმი – AXE
ლომები – კარდინალი 1
ავერსი 2 – ნიკეა