16-წლამდელთა მორიგი ტურის შედეგები

16-წლამდელთა მორიგი ტურის შედეგები

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა
16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური, სადაც 6 მატჩი გაიმართა.დღის პირველ შეხვედრაში
,,ნიკეამ“ ყველა კომპონენტში აჯობა ,,ლომებს“ და 67:26  იმარჯვა. 

მოგებულებს ალექსანდრე კატუკიამ ულიდერა,
რომელმაც 13 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ,,ლომების“ შემადგენლობაში
8-8 ქულა გიორგი დედანაშვილმა და საბა ბერუაშვილმა დააგროვეს. ,,ავერსი1“ დებიუტანტ
,,კაკტუსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 112:6გაანადგურა. ავერსელებს ნოდარ სანაიამ ულიდერა,
რომელიც 29 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა, ხოლო ,,კაკტუსის“ რიგებში
40 ქულითა და 23 მოხსნით ორმაგი დუბლი ხვიჩა ხოსიტაშვილის ანგარიშზეა. ავერსი 2-მა
 უმასპინძლა ირაო-ფოთს, თუმცა ვერაფერს გახდა
და საკუთარ მოედანზე 38:80 დამარცხდა. ,,ზღვისპირელებს“ ჯანო ბერაიმ ულიდერა, რომელმაც
27 ქულითა და 23 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო ავერსელთა რიგებში 12 ქულითა
და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი რეხვიაშვილის ანგარიშზეა. მორიგი გამარჯვება მიითვალა
რუსთავი1-მა, რომელმაც ,,ზაზა“ სტუმრად 86:54 დაამარცხა.  მასპინძელთა მხრიდან 16 ქულა რევაზ მაღლაფერიძემ
დააგროვა, ხოლო ქვემოქართლელებს 22 ქულით დავით ბარამიძემ ულიდერა, რომელმაც 9 მოხსნაც
მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნარა დააკლდა. 
რუსთაველთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ნუგზარ ტაბაღუამ შეასრულა, რომლის ანგარიშზეც
19 ქულა და 11 მოხსნაა.

 საინტერესო
გამოდგა კარდინალი1-სა და ,,სოხუმის“ დაპირისპირება. მატჩი გუნდების გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა და საბოლოო სოხუმელთა გამარჯვებით დასრულდა -57:54. მოგებულებს 25 ქულით
სოსო მაჭავარიანმა ულიდერა, ხოლო ,,კარდინალს“ 13 ქულა დიმიტრი ვაჭარაძემ შესძინა.
11 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი კი  გიორგი გუგეშაშვილი გახდა.

 ტურის დასკვნით
მატჩში შედგა თსსუ-სა და კარდინალი2-ის დაპირისპირება, სადაც ,,მედიკოსებმა“ იოლად,
56:36 იმარჯვეს. სამედიცინოს ორმაგი დუბლით, 26 ქულითა და 13 მოხსნით ლუკა ზაქრაძემ
ულიდერა, ხოლო კარდინალის გუნდს 11 ქულა ლაშა ვეკუამ შესძინა.

ავერსი 2 – კაკტუსი

ავერსი 2 – ფოთი

ზაზა – რუსთავი 1

კარდინალი 1- სოხუმი

თსსუ – კარდინალი 2