16-წლამდელთა პირველი წრე დასასრულს მიუახლოვდა

16-წლამდელთა პირველი წრე დასასრულს მიუახლოვდა

16-წლამდელთა პირველი წრის ბოლო მე-7 ტურის შეხვედრებს
უმაპინძლა ვაკეში მდებარე  საკალათბურთო აკადემიის
დარბაზმა.

დღის პირველ მატჩში  კარდინალი
2-მა რუსთავი 2-ს უმასპინძლა, თუმცა ვერაფერი გააწყო და დიდი სხვაობით, ანგარშით
34:56 დამარცხდა. ქვემოქართლელბმა ყველა პერიოდში აჯობეს მეტოქეს და იოლი გამარჯვება
მოიპოვეს. მოგებულთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა:
გიგი გოგობერიშვილმა 19 ქულა და 11 მოხსნა დააროვა, ხოლო თორნიკე ალავერდაშვილის ანგარიშზე
16 ქულა და 17 მოხსნაა. მასპინძელთა რიგებში გამოირჩა გიგი ტუღუში, რომელმაც 14 ქულითა
და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

 დებიუტანტი
,,კაკტუსი” დიდი სხვაობით დამარცხდა ,,აკადემიასთან” – 26:105. აკადემიელებს 20 ქულით
გიორგი ცირეკიძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი თორნიკე კობიაშვილმა და ნიკოლოზ შაბაშვილმა
შეასრულეს. კობიაშვილმა 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო შაბაშვილმა – 15 ქულა
და 13 მოხსნა.

ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა დღის მესამე
მატჩი, სადაც შსს-მ ,,ქუთაისს” უმასპინძლა და მარცხი განიცადა  – 62:67. მატჩის საწყისი ათწუთეული შინაგან საქმეთა
სამინისტროს გუნდის უპირატესობით დაიწყო (15:12) და პირველი ტაიმიც მისი გამარჯვებითვე
დასრულდა – 33:31. სულ სხვაგვარი გამოდგა შეხვედრის მეორე ნახევარი: ქუთაისელები სულ
სხვაგვარად ათამაშდნენ, დაცვაში ჩინებულად გაისარჯნენ და მიმდინარე სეზონში 5 მოგებითა
და 1 მარცხით მე-2 ადგილზე დამკვიდრდნენ. შსს-ს რიგებში 22 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი
დუბლი ვილი ისიანის ანგარიშზეა, ხოლო ქუთათურებს ირაკლი მაცაბერიძემ ულიდერა, რომელიც
20 ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

საინტერესოდ ჩაიარა სამედიცინოსა და ,,ავერსი 1“-ის
შეხვედრამ, სადაც ავერსელებმა 66:58 იმარჯვეს. შეხვედრა ,,მედიკოსების” უპირატესობით
დაიწყო, თუმცა მატჩის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა. ავერსის გუნდმა თამაში თავის
სასარგებლოდ შემოატრიალა და 8-ქულის უპირატესობით იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ფეხის
ტრავმის გამო თამაშში მონაწილეობა არ მიუღია სამედიცინოს გუნდის მოთამაშეს ლუკა ზაქრაძეს,
რომელიც წინა ტურში ქუთაისთან მატჩში დაშავდა.

 ,,ავერსის“
შემადგენლობაში ნოდარ სანაია გამოირჩა, რომელმაც 25 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი
შეასრულა. ,,მედიკოსებს” კი ნიკოლოზ ლომიძემ ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა და
12 მოხსნაა.

 ,,ზაზასა“ და
,,სოხუმისა“ დაპირისპირება, რომელიც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა ,,ზღვისპირელთა“
მოგებით დასრულდა – 63:55. მატჩის პირველი ნახევარი გუმდების გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა, სადაც საბოლოოდ ,,ზაზამ“ იძალა და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით
გავიდა – 34:31. მესამე მეოთხედი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა: თამაში ქულა-ქულაში
წავიდა, სადაც ზაზას გუნდმა მცირე უპირატესობის მოპოვება მოახერხა – 52:46. მატჩის
ბედი მხოლოდ  დასკვით მეოთხედში გაირკვა, სოხუმელებმა
ჩინებულად ითამაშეს დაცვაში, პერიოდი 17:3 მოიგეს და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.

,,ზაზას“ შემადგენლობაში 19 ქულით იური ხალათიანი გამოირჩა,
ხოლო ორმაგი დუბლი თორნიკე რაზმაძემ (11ქ.11მ) და მამუკა ბაზუაშვილმა(10ქ.11მ) მიითვალეს.
ორი ორმაგი დუბლი დაფიქსირდა სოხუმელთა რიგებშიც: გიორგი მანჩხაშვილის ანგარიშზე
15 ქულა და 14 მოხსნაა, ხოლო ლუკა ბულიავამ 13 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.

 დღის ბოლო მატჩში
,,ნიკეა“ დიდი ანგარიშით დამარცხდა ,,კარდინალთან“ – 36:61. შეხვედრა ნიკეას გუნდის
უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი ათწუთეული 13:8 მოიგო, თუმცა დარჩენილ სამ პერიოდში
,,კარდინალმა“ მეტოქეს შანსი არა დაუტოვა, ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამაჯერებლად
გაიმარჯვა.

მოგებულთა მხრიდან ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა
მიითვალა: ვასო მჭედლიშვილმა 22 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ხოლო დიმიტრი ვაჭარაძემ
– 10 ქულა და ამდენივე მოხსნა. რაც შეეხება ,,ნიკეას“, მის შემადგნელობაში ორმაგი დუბლი
ზურაბ გეგჭკორის (11ქ.12მ.)ანგარიშზეა.