16-წლამდელთა პლეიოფები დაიწყო

16-წლამდელთა პლეიოფები დაიწყო

16-წლამდელთა ჩემპიონატში 8 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო მომენტამდე გარკვეული არ იყო პრეტენდენტი 3 გუნდიდან რომელი 2 დაიკავებდა საუკეთესო 8 გუნდს შორის ადგილს, რომლებიც შემდეგ ეტაპზე გააგრძელებდნენ ასპარეზობას. 3 გუნდს – გორს, ჰიუნდაი 2-სა და რუსთავს თანაბარი შანსები ჰქონდათ. გორი საკუთარ მოედანზე ჰიუნდაი 2-ს უპირისპირდებოდა და იმ შემთხვევაში, თუ სტუმარი გუნდი წააგებდა და რუსთავი თსუ-ს მოუგებდა, მაშინ ჰიუნდაი 2 უშანსოდ რჩებოდა. ჰიუნდაი 2-მა სტუმრად დაამარცხა გორი და რუსთავმაც დაამარცხა თსუ. შესაბამისად პლეიოფში გორი და ჰიუნდაი 2 გადავიდნენ.

პლეიოფების წყვილები კი ასე გამოიყურება:

აკადემია – ჰიუნდაი 2

ჰიუნდაი – ქუთაისი 

იბერი – გორი 

არმია – აკადემია 2

პლეიოფების პირველი თამაშები 12 და 13 ივნისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.