18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი დაიწყო

18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი დაიწყო

24
ოქტომბერს სტარტი აიღო დედაქალაქის ჩემპიონატმა 18-წლამდელთა შორის,
რომელსაც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი ფედერაციის დახმარებით
ატარებს. რამდენიმე დღის წინ დასრულებული დედაქალაქის 16 წლამდელთა ჩემპიონატის მსგავსად, 18-წლამდელთა პირველობის მიზანიც პრიზიორთა და საქართველოს ჩემპიონატზე გამსვლელი გუნდების გამოვლენაა.
ჩემპიონატში 18 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფშია გადანაწილებული. შექმნილია ორი  4-გუნდა და ორიც 5-გუნდა ჯგუფები. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ბრძოლას ჩემპიონობისთვის მეოთხედფინალიდან გააგრძელებს, ხოლო III-IV ადგილებე გასული გუნდები (ჯამში 8) საქართველოს ჩემპიონატის დარჩენილი 2 საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირში იბრძოლებენ.
მთლიანობაში, 18 გუნდიდან ქვეყნის პირველობაზე 10 საუკეთესო გუნდი გავა. 24 ოქტომბერს საკალათბურთო აკადემიაში ჯგუფური ეტაპის 6 მატჩი გაიმართა, რომელთა შედეგებსაც გთავაზობთ.
18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი.საკალათბურთო აკადემია. 24 ოქტომბერი
მართვე 2- კარდინალი           53:68
მაკაბი – ლომები                     89:70
შსს აკადემია – არმია              67:54
                                      დინამო – აკადემია 2              37:46                                          
თსსუ – ნიკეა 2                        71:28
ნიკეა 1 – TBC                          95:43