3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი იწყება

3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი იწყება

 დებულება

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 ხკალათბურთში 22 ივნისს საზეიმოდ გაიხსნება. გახსნის ცერემონიალი “თბილისი მოლში” გაიმართება, რასაც მოჰყვება დედაქალაქის შესარჩევი ტური, რომლის საუკეთესო გუნდებიც ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

მთლიანობაში 11 შესარჩევი ტური გაიმართება საქართველოს ყველა რეგიონში, საიდანაც წარმატებული გუნდები ფინალურ ტურნირში გადავლენ. საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს 12 ივლისს, თბილისი უმასპინძლებს. 
საქართველოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში პირველად ტარდება. აქამდე ერთჯერადი ტურნირები იმართებოდა, ხოლო ფიბა-ს რეკომენდაციით და მხარდაჭერით საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 3X3 კალათბურთს მეტი ყურადღება მიაქცია და ორგანიზებას ეროვნულ ჩემპიონატს უწევს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით ფედერაციამ ფიბა-ს სტანდარტის მოედანი შეიძინა, რომლის ანალოგიც საქართველოში არაა და რომელზეც ისტორიაში პირველი ჩემპიონატი გაიმართება 3X3 კალათბურთში, რომლის მიმდინარეობაც ონლაინ რეჟიმში, ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაშუქდება.
ტურნირში მონაწილეობის უფლება ექნებათ ნებისმიერ მსურველს, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა. რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.
  ტურნირის გენერალური სპონსორი  კომპანია “სამსუნგია “, გენერალური პარტნიორი –  “ბორჯომი”,  პარტნიორი ტურისტული კომპანია  -Trawellin”,  ტურნირის ოფიციალური მასპინძელი “Tbilisi mall”,   საინფორმაციო პარტნიორი ტელეკომპანია  “აფხაზეთის ხმა”.
იხილეთ დებულება: http://superleague.ge/pdf/3×3.pdf