16-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მატჩში “ქუთაისმა” “ქუთაისი 2”-ს მოუგო

16-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მატჩში “ქუთაისმა” “ქუთაისი 2”-ს მოუგო

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში მე-3 ადგილის მფლობელი გამოვლინდა. ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი ქუთაისში გაიმართა და მასში ამ ქალაქის გუნდები შეხვდნენ. “ქუთაისი 1” და “ქუთაისი 2” ნახევარფინალიდან გამოვარდნენ და ბრინჯოსათვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. თანაბარ ბრძოლაში საბოლოოდ ქუთაისის პირველმა გუნდმა გაიმარჯვა – 75:68 (სტატისტიკა).

გამარჯვებულებს 22 ქულით, 20 მოხსნითა და 7 პასით როლანდი დევიძემ ულიდერა. 29 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი ფურცხვანიძემ. საბა ბაღდავაძის ანგარიშზე კი 13 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა. “ქუთაისი 2”-ში 22 ქულითა და 18 მოხსნით გიორგი სულაბერიძე გამოირჩა. 11-11 ქულა მიითვალეს ალეკო ვახტანგაძემ და საბა გიორგაძემ.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ქუთაისის პირველი გუნდი ბრინჯაოს მედლებითა და შესაბამისი სიგელებით ქუთაისის სპორტული სკოლის დირექტორმა მერაბ სვინტრაძემ დააჯილდოვა.

~