16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო, სადაც ორი მატჩი გაიმართა. შსს აკადემიისადა ,,აკადემიის” დაპირისპირება აკადემილეთა გამარჯვებით დასრულდა, სადაც ,,აკადემიამ” მეტოქეს 56:42 სძლია.
შეხვედრა აკადემიელთა უპირატესობით წარიმართა, შსს-ელები მხოლოდ დასკვნით მეოთხედში ათამაშდნენ, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს და მარცხი განიცადეს. გამარჯვებულებს 15 ქულით თემურ პეტრიაშვილმა ულიდერა, ხოლო 13 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი რატი ნონიკაშვილმა მიითვალა. შსს აკადემიას რიგები გამოირჩა სოლომონ როსტიაშვილმა, რომლმაც 10 ქულა, 9 მოხსნა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნაღა დააკლდა.
თსსუ-მ უმაპინძლა ,,ქუთაისს” და მეტოქე 65:33 გაანადგურა. ,,მედიკოსებს” 22 ქულით ლუკა ზაქარძემ ულიდერა, ხოლო ქუთაისელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბასად ორმა მოთამაშემ მიითვალა: დავით მაჭარაძემ 13 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა, ხოლო დიმიტრი ინანეიშვილის ანგარიშზე 10 ქულა და 12 მოხსნაა.
შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ტური ხვალ ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაგრძელდება. ერთმანეთს ,,კაკტუსი” – კარდინალი 2, AXE -რუსთავი 1, ,,ნიკეა” – ,,ფოთი”, ავერსი 1- რუსთავი 2, კარდინალი 1- ,,ზაზა” და ,,სოხუმი”- ავერსი1 დაუპირისპირდებიან. მატჩები 10:00, 12:00, 14:00, 16:00, 18:00 და 20:00 საათზე გაიმართება.