ჩემპიონობისთვის აკადემია და ქუთაისი იბრძოლებენ

ჩემპიონობისთვის აკადემია და ქუთაისი იბრძოლებენ

სტატისტიკადღეს 16-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალისტების ვინაობა
გაირკვა. ოლიმპიურ სასახლეში ორივე ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩები
გაიმართა. თავდაპირველად „აკადემიამ“ „ორბს“ სძლია და ფინალში გავიდა, რომელსაც მოგვიანებით
„ქუთაისი“ შეუერთდა. იმერულმა კლუბმა „დინამოს“ სძლია.

აკადემიელებმა ნახევარფინალური სერიის წინა მატჩი მოულოდნელად
წააგეს. ისინი 10 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა შეხვედრის დასკვნითი 3 წუთი 0:14 წააგეს
და „ორბმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა ძალიან დაძაბული
გამოდგა. ქულა-ქულაში მიმდინარე შეხვედრაში კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსა. „აკადემიის“
მოთამაშეებმა მოახერხეს მეტოქის გატეხვა და 86:77 გამარჯვებით სერია მოიგეს.

გამარჯვებულებს 26 ქულითა დ 16 მოხსნით ლაშა მიქელაძემ
ულიდერა. 20 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ლუკა წურწუმიას. 16 ქულა გიგა მახვილაძის ანგარიშზე
დაგროვდა. „ორბში“ 27 ქულით გიორგი ბიჭიაშვილი გამოირჩა. 25 ქულა ჰქონდა ნიკა გურგენიძეს.

მეორე ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი დაძაბული
ვერ გამოდგა. ქუთაისელებმა სერია მოგებით დაიწყეს, თუმცა მომდევნო შეხვედრა შინ 2 ქულით
დათმეს და დღეს გადამწყვეტ შეხვედრაში მეტოქეს იოლად აჯობეს. იმერულმა კლუბმა
90:66 იმარჯვა და ფინალში გავიდა.

ქუთაისელებს 27 ქულით დემეტრე ძიძიგურმა ულიდერა.
20 ქულითა და 16 მოხსნით ალექსანდრე მერკვილაძე გამოირჩა. „დინამოში“ 13 ქულით გეგა
ჭაბუკიანი  გამოირჩა.

ფინალური სერია 21 ივნისს დაიწყება. ამავე დღეს გაიმართება
მატჩი მე-3 ადგილისთვის, სადაც ერთმანეთს “ორბი”-“დინამო” შეხვდებიან