სტატისტიკა გალერეა
თბილისის „დინამოს“ 16-წლამდელთა გუნდი ფინალს მიუახლოვდა.
დღეს, საკალათბურთო აკადემიაში ამროსი ორმოცაძის გაწვრთნილმა დინამოელებმა „შსს-აკადემიას“
68:60 მოუგეს და ნახევარფინალურ სერიაში, რომელიც 3 გამარჯვებამდე გრძელდება, 2:0 დაწინაურდნენ.
დინამოელებმა სერიის პირველი შეხვედრა გუშინ ,
74:68 მოუგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდს.ორივე მატჩი საინტერესო
იყო და სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა. დინამოელებმა მეტი მობილიზება, სიზუსტე და გამარჯვებისკენ
სწრაფვა გამოავლინეს და ორჯერვე დამსახურებულად გაიმარჯვეს.
დღევანდელ მატჩში დინამოელებმა გუნდური თამაშის წყალობით
გაიმარჯვეს, რომელთა შორისაც შედეგიანობით გიორგი თვალაბეიშვილი გამოირჩა – 19 ქულა,
22 მოხსნა. გიორგი გვიანიძემ 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ნიკა ჭანტურიამ კი გამარჯვებულებს
13 ქულა შეაშველა. აკადემიელთაგან გამოსარჩევია ნიკა ლოლიშვილი, რომელმაც
19 ქულა მოაგროვა.
სერიის მომდევნო მატჩის გამართვის თარიღი უახლოეს დღეებში
დადგინდება. დინამოელებს ფინალში გასვლამდე 1 მოგება აკლიათ, აკადემიელებმა კი მიზნის
მისაღწევად ზედიზედ 3 მატჩი უნდა მოიგონ.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ზვიად დიდბარიძე (შსს-ს მთავარი მწვრთნელი):
ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ, გუნდში 2 ძირითადი მოთამაშე მაკლია (ბაბილოძე და მახარაშვილი)
და ამან გარკვეული გავლენა იქონია გუნდზე. მეტოქემ ნამდვილას დამსახურებულად გაიმარჯვა და ვულოცავ
ამ წარმატებას.
ამბროსი ორმოცაძე
(:დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): რთული თამაში იყო, მეტოქე საკმაოდ
ძლიერი გუნდია და ასეთი დაძაბულობა მოსალოდნელიც იყო. მოხარული ვარ, რომ მეორე მატჩშიც
გავიმარჯვეთ. იმედია, სასურველ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.