გაბრიჩიძემ ფიბა-ს პრეზიდენტის და გენერალური მდივნისგან მილოცვა მიიღო

გაბრიჩიძემ ფიბა-ს პრეზიდენტის და გენერალური მდივნისგან მილოცვა მიიღო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ფიბა-ს პრეზიდენტის და გენერალური მდივნის ოფიციალური მილოცვა მიიღო. მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელები გაბრიჩიძეს პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ.

ფიბა                                                                                                                                 13 დეკემბერი
ბატონ მიხეილ გაბრიჩიძეს
საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო ბატონო გაბრიჩიძე,
ნება მომეცით ჩემი და ჩვენი პრეზიდენტის ბატონი მენინის სახელით მოგილოცოთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად  არჩევა თქვენი ფედერაციის ყრილობის გადაწყვეტილებით.
გისურვებთ ყოველივე კარგს და ველი თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი სპორტის თქვენ ქვეყანაში და მსოფლიოში სამომავლო განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის.
 
თქვენდამი პატივისცემით,
პატრიკ ბაუმანი
გენერალური მდივანი