“იმედი” ჩემპიონატს გამოაკლდა

“იმედი” ჩემპიონატს გამოაკლდა

დღეს კალათბურთის ფედერაციაში ჩემპიონატის ერთ–ერთი მონაწილის, გუნდ „იმედის“
განცხადება შემოვიდა. მწვრთნელმა ნაირა შაკიაშვილმა თავისი გუნდი 16–წლამდელთა
ჩემპიონატიდან მოხსნა. შესაბამისად, გუნდების რაოდენობაც ერთით შემცირდა.

 შაკიაშვილმა ჩემპიონატისთვის თავის დანებება ფინანსური პრობლემებით
ახსნა. მაშ ასე, „იმედი“ შეჯიბრიდან მოხსნილია, ხოლო მის მეტოქეებს, რომლებთანაც ამ
გუნდს დარჩენილ მატჩებში უნდა ეთამაშა, ტექნიკური მოგებები (20:0) ჩაეთვლებათ.