საკალათბურთო ასაკობრივ ლიგებს პარტნიორი შეემატა. “ბრიტანული ცენტრი”, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამავრცელებელია, ლიგის ხელმძღვანელობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს, რომლის საფუძველზე ასაკობრივი ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეები “ბრიტანულ ცენტრში” ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებით დაჯილდოვდებიან.
მემორანდუმი თბილისის სპორტის სასახლეში გაფორმდება და მასზე ხელს სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე და “ბრიტანული ცენტრის” მენეჯერი თორნიკე გიორგაძე მოაწერენ.
გიორგი ზაბახიძე, სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი:
,,ასაკობრივ ლიგებს ,,ბრიტანული ცენტრის’’ სახით ახალი პარტნიორი ჰყავს, რომელიც 13, 14, 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებით დააჯილდოვებს. მომავალში ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას, ენის შემსწვლელ პროგრამებში უკვე მსაჯები და მწვრთნელებიც ჩაერთვებიან და ჩვენი თანამშრომლობა უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.’’
თორნიკე გიორგაძე (ბრიტანული ცენტრის მენეჯერი):
„სასიამოვნოა, რომ ქართული კალათბურთის განვითარებაში ჩვენც შევიტანთ გარკვეულ წილს. ევროპაში მოთამაშეების ინტეგრირებისთვის ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნაა საჭირო. ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ დასაწყისი ჩვენი პარტნიორობის და ეს ურთიერთობა სამომავლოდ აუცილებლად გაფართოვდება.