გალერეა
16-წლამდელთა ჩემპიონატის
2 მეოთხედფინალური შეხვედრა დღეს საკალათბურთო
აკადემიაში გაიმართა. ,,აკადემია-კნაუფმა’’ ,,მართვე’’ 101:29 გაანადგურა, სერია
2:0 მოიგო და ნახევარფინალური საგზური მოიპოვა. ,,დინამომ’’ მესამე, გადამწყვეტ მატჩში ,,1-ლი ექსპერიმენტული
ჰიუნდაი’’ 60:50 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
2-ვე ნახევარფინალური
წყვილის ვინაობა ცნობილია. ,,შსს აკადემია’’ ,,დინამოს’’ დაუპირისპირდება, ,,კნაუფ-აკადემია’’
კი ,,ქუთაისს’’ შეუწყვილდა. ნახევარფინალური სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.
გაგაცნობთ დღევანდელი
შეხვედრების შედეგებს და საუკეთესო მოთამაშეთა მონაგარს.
მართვე – აკადემია-კნაუფი 29:101
მართვე: ნიკა
გოგოხია – 6ქულა, 9მოხსნა;
აკადემია-კნაუფი:
სანდრო მამუკელაშვილი – 17ქულა, 10მოხსნა; ნიკა დარბაიძე
– 16ქულა, 7მოხსნა; გიორგი ცხოვრებოვი – 15ქულა, 13მოხსნა; ლუკა ბულაშვილი – 15ქულა;
საბა აკობია – 12ქულა, 8მოხსნა, 7პასი; ნიკა ლეონიძე – 10ქულა.
დინამო – 1-ლი ექსპერიმენტული ჰიუნდაი 60:50
დინამო: გიორგი გვიანიძე
– 21ქულა, 8მოხსნა; გიორგი თვალაბეიშვილი – 12ქულა, 12მოხსნა; ნიკა ჭანტურია – 12ქულა.
1-ლი ექსპერიმენტული ჰიუნდაი: ზაურ ჯანელიძე – 17ქულა, 19მოხსნა; ნიკა ჩეჩელაშვილი
– 12ქულა, 8მოხსნა; ბერდია ქავთარაძე – 11ქულა.