ლუკა ბულაშვილი ესპანელი მწვრთნელის, ანტონიო დე ტორესის რჩეული გახდა

ლუკა ბულაშვილი ესპანელი მწვრთნელის, ანტონიო დე ტორესის რჩეული გახდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით და კლუბ ,,სოხუმის’’ კალათბურთელების კოორდინაციით 30 ივნისიდან 4 ივლისამდე დინამოს საკალათბურთო ბაზაზე Summer Camp 2014 გაიმართა.  კემპი ესპანეთში ცნობილმა და წარმატებულმა მწვრთნელმა, ანტონიო დე ტორესმა 2 ასაკობრივ კატეგორიაში ჩაატარა და შეარჩია ერთი მოთამაშე, რომლის გამგზავრებას და 1-წლიან ყოფნას კანარის კუნძულების ერთ-ერთ საკალათბურთო სკოლაში თავად უზრუნველყოფდა. ანტონიო დე ტორესის პირველი რჩეული ,,დინამოს’’ კალათბურთელი, 1998 წელს დაბადებული 16 წლის გიორგი გოგუა გახდა.
გიორგი გოგუასთან ერთად ესპანეთში კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი გაემგზავრება. ანტონიო დე ტორესის მორიგი რჩეული საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრი და ,,აკადემიის’’ კალათბურთელი ლუკა ბულაშვილია. კემპის კოორდინატორის გრიგოლ შვანგირაძის რეკომენდაციით ანტონიო დე ტორესი რამდენიმე კალათბურთელს აკვირდებოდა, რომლებიც 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ,,ბ’’ დივიზიონში ასპარეზობდნენ. 
ლუკა ბულაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა (საშ. 15,3ქ.), რითიც ესპანელი სპეციალისტის მოწონება დაიმსახურა. ბულაშვილი უფასოდ 1 წლით გაემზაგვრება ესპანეთში, კანარის კუნძულების საკალათბურთო აკადემიაში.