16-წლამდელთა ჩემპიონატის
მეორე ნახევარფინალური სერია დღეს სპორტის სასახლეში გაიხსნა. „მართვე 2“-მა 99:85
დაამარცხა „აკადემია 1“ და ფინალს 1 მოგებით მიუახლოვდა.
მატჩი მართველების
ლიდერობით დაიწყო და ბოლომდე ასე მიმდინარეობდა, თუმცა იყო ეპიზოდი, როცა ვითარება
დაიძაბა. მართველებმა მატჩის შუაწელში 18-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და მოეშვნენ, რითაც
აკადემიელებმა ისარგებლეს და ბოლო მეოთხედში შტურმი მოაწყვეს. ვასილ სომხიშვილის გუნდი
პრესინგზე გადავიდა და ჩამორჩენა 3 ქულამდე (79:82) შეამცირა. თავი გამოიჩინა აკადემიელთა
ცენტრმა ლუკა გიორგაძემ, რომელსაც უკანა ხაზიდან ლუკა ბულაშვილი ეხმარებოდა.
როგორც მანამდე,
კრიტიკულ მომენტში თამაში საკუთარ თავზე აიღო მართველთა ლიდერმა დავით ლომიძემ, რომელსაც
გვერდში ნოდარ სანაია და დემეტრე წიკლაურიც ამოუდგნენ და ნუგზარ კანდელაკისა და ხათუნა
გაბედავას გუნდმა 14-ქულიან გამარჯვებას მიაღწია.
„მართვე 2“-ში
39 ქულით, 10 მოხსნით და 8 პასით დავით ლომიძე გამოირჩა. სანაიამ 23 ქულა და 14 მოხსნა
მიითვალა, ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ნიკოლაიშვილიც
(10 ქულა, 14 მოხსნა). 16 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა შეხვედრა დემეტრე წიკლაურმა.
დამარცხებულთაგან გიორგაძე გამოირჩა 25 ქულით, ხოლო ბულაშვილმა პირად ანგარიშზე 24
ქულა ჩაიწერა.
სერიის მომდევნო
შეხვედრა 11 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში, 20 საათზე გაიმართება.
აკადემია – მართვე-2 85:99
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ხათუნა გაბედავა(მართვე-2): რთული და დაძაბული
თამაშიიყო, თითქოს უპირატესობა გქვონდა, მაგრამ აკადემიამ ზონური პრესინგით გარდატეხა
შეიტანა მატჩში. საინტერესო თამაში გამოვიდა.
ვასილ სომხიშვილი(აკადემია): ვულოცავ მართვე
2-ს გამარჯვებას. სამწუხაროდ, სეზონის ბოლოს შემადგენლობა შეგვითხელდა და მაქსიმალურად
ვცდილობთ ბრძოლისუნარიან გუნდად დავრჩეთ. შემდეგ თამაშში ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.
ნოდარ სანაია(მართვე-2): დაძაბული შეხვედრა გამოდგა. თავიდან თამაში კარგად
მოგვიოდა, თუმცა შემდეგ შეცოდმები დავუშვით. საბედნიეროდ, მოვახერხეთ მაქსიმალურად
გამოგვესწორებინა თამაში და სერიაში 1:0 დავწინაურდით.
ლუკა გიორგაძე(აკადემია): ცუდად დავიწყეთ და ბევრი შეცდომა დავუშვით. მართალია, შემდეგ სხვაობა შევამცირეთ, მაგრამ დაღლილობამ და მოთამაშეების დანაკლისმა თავისი გაიტანა.