მე-3 ადგილის მფლობელი ჰიუნდაი გახდა

მე-3 ადგილის მფლობელი ჰიუნდაი გახდა

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
საკალათბურთო კლუბი „ჰიუნდაი“ გახდა. ჰიუნდაელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში „არმიას“
დაძაბულ ბრძოლაში – 72:69 სძლიეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ჰიუნდაელები თითქმის
მთელი მატჩის განმავლობაში აგებდნენ. ერთხანს „არმია“ 15 ქულასაც იგებდა, ხოლო მატჩის
დასრულებამდე 4 ოთხიოდ წუთით ადრე თავდაცვის სამინისტროს გუნდი 10 ქულით ლიდერობდა.

„ჰიუნდაის“ წევრებმა მოინდომეს და დასკვნით წუთებში
გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით გამარჯვებამდე მივიდნენ. ბრინჯაოს პრიზიორებს 18 ქულით
ბექა ხაჩიურმა ულიდერა, 11 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა ირაკლი ქოჩიაშვილმა, 15 ქულა
დაგროვდა ლევან წენგუაშვილის ანგარიშზე. არმიელთაგან 23 ქულა – 13 მოხსნით გუგა კინწურაშვილი
გამოირჩა, 17 ქულა და 22 მოხსნა ალექსანდრე პატარქალაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

მესამე ადგილის მფლობელი ჰიუნდაელები საქართველოს კალათბურთის
ფედერაციის გამგეობის წევრმა, გია სანაძე მედლებითა და დიპლომით დააჯილდოვა.
არმია – ჰიუნდაი   69:72