PlayOff გალერეა
დღეს საკალათბურთო აკადემიამ 16-წლამდელთა პლეიოფის მატჩებს უმასპინძლა. მეოთხედფინალურ სერიაში შსს აკადემიისა და დინამოს გუნდები დაწინაურდნენ. გაგაცნობთ ანგარიშებს და გამორჩეულ მოთამაშეთა მონაგარს:
შსს აკადემია – რუსთავი1 75:67
შსს აკადემია: ლევან ბაბილოძე – 23 ქულა, 10 მოხსნა, ნიკა ყირიმელი – 19 ქულა, გიორგი მარიამიძე – 10 ქულა, 9 მოხსნა, ზაზა გონჯილაშვილი – 10 ქულა, ლაშა დოლიძე – 9 ქულა, 14 მოხსნა
რუსთავი1: გუგა პატაშური – 26 ქულა, 9 მოხსნა, ბექა ბაქრაძე – 11 ქულა, საბა პაპუაშვილი – 10 ქულა, 11 მოხსნა, ნიკა შატაკიშვილი – 10 ქულა
დინამო – 1-ელი ექსპერიმენტალური ჰიუნდაი 56:51
დინამო: გიორგი გვიანიძე -1 7 ქულა, ნიკა ჭანტურია – 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი, გიორგი თვალაბეიშვილი – 10 ქულა
1-ელი ექსპერიმენტალური ჰიუნდაი: ზაურ ჯანელიძე – 16 ქულა, 10 მოხსნა, ნიკა ჩეჩელაშვილი – 11 ქულა
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება და სერიის განმეორებითი მატჩები 26 აპრილს, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.