დამატებითი დრო, საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული გამთანაბრებელი ბურთი – ეს და კიდევ ბევრი რამ დაიტია „51–ე სკოლისა“ და „მართვე–3“–ის მე–2 ნახევარფინალურმა მატჩმა. საბოლოოდ მართველებმა მოიგეს და სერიაში ანგარიში გათანაბრდა.
მატჩის დასაწყისი თანაბარი იყო, თუმცა მეორე მეოთხედიდან ხათუნა გაბედავას გაწვრთნილი მართველები ათამაშდნენ და ძირიტადად შორი სროლების წყალობით სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. მეორე მეოთხედში ბექა აბდუშელიშვილმა 3 სამქულიანი ჩაუგდო 51–ე სკოლელებს, ხოლო მისმა გუნდმა ათწუთეული 31:15 მოიგო.დიდი შესვენების შემდეგ „მართვე–3“–ის უპირატესობამ 18 ქულას მიაღწია და ამან ალბათ უარყოფითად იმოქმედა გაბედავას გუნდზე. მართველებმა ჩათვალეს, რომ მოგებული ჰქონდათ და შედარებით მოეშვნენ. ლიკა ქაჯაიას გუნდმა ამით ისარგებლა და ოთო ფხაკაძის, სანდრო მეგენეიშვილის, გიორგი ორმოცაძის და სხვა 51–ე სკოლელთა დახმარებით ბოლო წუტებზე ანგარიში გაათანაბრა. ის კი არა, ოთო ფხაკაძის სროლების შემდეგ სკოლელები ბოლო წუთზე დაწინაურდნენ კიდეც და მოგებამდე თითქმის არაფერი რჩებოდათ. დასრულებამდე წამები იყო დარჩენილი, 2 ქულით დაწინაურებული „51–ე სკოლის“ მოთამაშე გიორგი ბეგაშვილს საჯარიმოების სროლის საშუალება რომ მიეცა, თუმცა მან ორივე ააცილა და საპასუხო შეტევაში მართველებმა სასწაულებრივად მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. მათ გადამწყვეტი სროლა ააცილეს, თუმცა დარჩენილ 2 წამში მართველმა დაჩი დოლიძემ აცილებული მოხსნა, ესროლა და სედ საფინალო სირენის თანხლებით ანგარიში გაათანაბრა – 80:80.ოვერტაიმი მწირექულიანი აღმოცნდა, რომელშიც „მართვე–3“–მა არჩილ ფეიქრიშვილის და გეგა მესხის დახმარებით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში „ქუთაისი“ 1:0 უგებს „მართვე–4“–ს და ეს გუნდები მეორე მატჩს 26 აპრილს ითამაშებენ.