ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის სანქციები 18-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილეებს

ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის სანქციები 18-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილეებს

18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი, რომელიც 6 მაისს „შსს-აკადემიასა“ და „აკადემიას“ შორის ჩატარდა, ჩხუბის გამო ბოლო მეოთხედში შეწყდა. მატჩის დასრულებამდე 4:15 წუთით ადრე, როცა „აკადემია“ შსს-ს 55:45 ამარცხებდა, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდს მოთამაშეებს შორის შეკამათება და მოგვიანებით ჩხუბი მოჰყვა. გუნდური ჩხუბის შემდეგ მსაჯებმა მატჩი შეწყვიტეს.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ დღეს, 8 მაისს, კალათბურთის ფედერაციის ოფისში სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა. დისციპლინარებმა ნახეს მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა, შეხვდნენ ინციდენტში მონაწილე ადამიანებს და შემდეგი სანქციები დააწესეს:
– გუნდს, რომლის მოთამაშის მიერ ( №7 ლ. გოგალაძე) იყო პროვოცირებული მასიური ჩხუბი სათამაშო მოედანზე, „შსს-აკადემიას“ (U-18) ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 45:55.
– „შსს-აკადემიის“ მოთამაშე №7 – ლევან გოგალაძე დისკვალიფიცირებულია ერთი (1) წლით, 2015 წლის 6 მაისამდე.
– „შსს-აკადემიის“ მოთამაშე №50 – ლევან ბაბილოძე და „აკადემიის“ მოთამაშე №13 – საბა აკობია დისკვალიფიცირებულნი არიან ორი (2) თამაშით თითოეული.
– „შსს-აკადემიის“ 20-წლამდელთა გუნდის (U-20) მოთამაშეები – შოთ გელაზონია და ლევან ლოლიშვილი დისკვალიფიცირებულნი არიან 2015 წლის 31 იანვრამდე.
– გუნდ „აკადემიის“ მწვრთნელი, გელა წულაძე დისკვალიფიცირებულია ხუთი (5) თამაშით.