ფინალურ სერიაში აკადემია დაწინაურდა

ფინალურ სერიაში აკადემია დაწინაურდა

=”null” />
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა 16-წლამდელთა
ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველი მატჩი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა.
მატჩის ბედი ბოლო წამებზე, „აკადემიას“ სასარგებლოდ გადაწყდა, რომელიც მატჩის მსვლელობისას
გვარიანად კი იგებდა, მაგრამ „იბერმა“ ბოლო პერიოდში დაწინაურება მოახერხა და გამარჯვებასთანაც
ახლოს იყო.

ბოლო წამებზე აბელი ნარსიას, გიორგი კვაჭანტირაძისა
და ოთარ პერტაიას წინამძღოლობით აკადემიელებმა 69:64 იმარჯვეს და ფინალურ სერიაში
1:0 დაწინარუდნენ. 25 ქულითა და 14 მოხსნით გამარჯვებულებს ოთო პერტაიამ ულიდერა. 15
ქულა და 12 მოხსნა აბელ ნარსიას ანგარიშზე დაგროვდა. „იბერის შემადგენობაში“ 24 ქულით
ირაკლი სულხანიშვილი გამოირჩა.

სერიის მომდევნო მატჩი 21 ივნისს, 17:00 საათზე, სპორტის
ახალ სასახლეში გაიმართება და აკადემიელთა გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატი დასრულდება. 
აკადემია – იბერი  69:64