ფოთმა ნიკეა დაამარცხა

ფოთმა ნიკეა დაამარცხა

16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური ფოთში დაიწყო,
სადაც ადგილობრივი ,,ირაო ფოთი” ნიკეას დაუხვდა 10 ქულის სხვაობით 61:51 დაამარცხა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, პირველი ტაიმი ,,ფოთმა” დიდი ანგარიშით,
33:18 მოიგო. 

მესამე მეოთხედში ,,ნიკეას” გუნდი
შედარებით გააქტიურდა და პერიოდში 18:7 იმარჯვა. დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა მეტოქეს
შანსი აღარ დაუტოვეს, წინ 21:15 გავიდნენ და მატჩი მოგებით დაასრულეს.

,,ფოთის” შემადგენლობაში საუკეთესო ჯანო ბერაია იყო,
რომელმაც 21 ქულითა და 26 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ,,ნიკეას” გუნდში კი 21 ქულითა
და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი ზურაბ გეგეჭკორის 
ანგარიშზეა.

 შეგახსენებთ,
რომ 16-წლამდელები მე-5 ტურს 2 დეკემბერს რუსთავში გააგრძელებენ” ,,რუსთავი 1” დებიუტანტ
axe-ს 11 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო ,,რუსთავი 2” ,,ქუთაისს”
15 საათზე უმასპინძლებს.