პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია: ქუთაისმა ზაზა დაამარცხა

პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია: ქუთაისმა ზაზა დაამარცხა

16-წლამდელთა პლეიოფის პირველი მატჩში შედგა ქუთაისში,
სადაც ადგილობრივი  ,,ქუთაისი“ ,,ზაზას“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე
75:63 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მატჩის პირველი ნახევარი ძალიან
საინტერესოდ წარიმართა და საბოლოდ ,,ქუთაისის“ მოგებით დასრულდა, რომელიც ტაიმში მინიმალური
უპირატესობით, 34:33 დაწინაურდა.

 კიდევ უფრო
დაძაბული გამოდგა მესამე მეოთხედი, რომლის პირველივე წუთზე ,,ზაზა“  წინ ერთი ქულით, 35:34 გავიდა.  ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში წავიდა  და მეოთხედის დასრულებმადე 1.31 წუთით ადრე ფრე
 47:47 დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა,  ,,ქუთაისმა“ შეძლეს მობილიზება და 51:47 დაწინაურდნენ.

დასკვნითი მეოთხედის მესამე  წუთზე მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა 10 ქულამდე
გაზარდეს 57:47, ხოლო შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე  2:53 წუთით ადრე უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს
–  71:58. დარჩენილ დროში ,,ზაზამ“ მეტოქეს
სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და პლეიოფს ნაადრევად გამოეთიშა.

 ,,ქუთაისს“
ორმაგი დუბლით ულიდერა ირაკლი მაცაბარიძემ, რომელმაც 39 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.  ორმაგი დუბლი მიითვალა აგრეთვე მაცაბერიძის თანაგუნდელმა
გიგი ვადაჭკორიამ, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 12 მოხსნაა.

რაც შეეხება ,,ზაზას“, ამ გუნდში  ორმაგი დუბლით, 22 ქულითა და 10 მოხსნით  თავი თორნიკე რაზმაძემ გამოიჩინა.