ქუთაისელებმა მეორე მატჩიც მოიგეს

ქუთაისელებმა მეორე მატჩიც მოიგეს

ქუთაისსა და რუსთავში გამართული 16–წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები ვერ გამოდგა დაძაბული. ორივე შეხვედრაში ისეთი შედეგი დაფიქსირდა, რომ ერთი შეხედვითაც ჩანს, თუ რა ხასიათის თამაშები იყო.

ქუთათურებმა შინ შანსი არ დაუტოვეს რუსთაველებს და პირველი მეოთხედის 29:9 მოგების შემდეგ მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. საბოლოოდ საინტერესო ანგარიში დაფიქსირდა: მასპინძლებმა ზუსტად ორმაგი ანგარიშით აჯობეს ქვემოქართლელებს: 88:44მეორე დღეს კი ქვემოქართლელებმა „აფხაზეთი“ არ დაინდეს და შინაურ სარბიელზე 89:52 დაამარცხეს. ჯაბა არაბულმა 23 ქულითა და 14 მოხსნით გამოიჩინა თავი, „აფხაზეთიდან“ კი ორმაგი დუბლის მოგროვება ლუკა უძილაურმა მოახერხა“ 14 ქულა, 11 მოხსნა.