საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური წყვილები სრულად დაკომპლექტდა. ნახევარფინალში გასულ “ჰიუნდაის”, “ზაზას” და “ქუთაისს” დღეს “ქუთაისი 2” შეუერთდა. ოლიმპიურ სასახლეში ამ გუნდებს შორის სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი გაიმართა, რომელიც ქუთაისელთა გამარჯვებით – 85:73 (სტატისტიკა) დასრულდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო. მართალია, იმერული კლუბი მატჩის უმეტეს დროს იგებდა, თუმცა “ოვერტაიმი” არ რჩებოდა და მეტოქეს ხან უთანაბრდებოდა, რამდენჯერმე დაწინაურდა კიდეც. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა, თუმცა დასკვნით წუთებში ალეკო ვახტანგაძისა და ცოტნე ვახტანგაძის წინამძღოლობით ქუთაისელებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს და გამარჯვებამდეც მივიდნენ.
იმერულ კლუბში 32 ქულით საუკეთესო იყო ალეკო ვახტანგაძე. ცოტნე ვაშაყმაის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა, გიორგი სულაბერიძემ 9 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. “ოვერტაიმში” 22 ქულით გოგა ვალიშვილი გამოირჩა, 15 ქულა და 11 მოხსნა ოთარ გოცირიძემ, ხოლო საბა ტუღუშმა 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
მაშ ასე, ნახევარფინალური წყვილები ცნიბილია. სერიის მატჩები 27 მაისიდან დაიწყება. იხილეთ: კალენდარი