16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური დღეს ქუთაისში
დაიწყო, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ საკუთარ მოედანზე რუსთავი 2 მიიღო. შეხვედრა
მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მეტოქე 80:71 დაამარცხეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი ,,ქუთაისის“ სასარგებლოდ
წარიმართა, რომელიც დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით, 36:30 გავიდნენ. მესამე
მეოთხედში ქვემოქართლელები გაქტიურდნენ და ანგარიშში 4-ქულიანი სხვაობაც დააფიქსირეს
-55:59, თუმცა დასკვნით პერიოდში ,,იმერლებმა“ მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცეს
და შეხვედრა მოგებით დაასრულეს. რუსთაველებს
32ქულა გიგი გოგობერიშვილმა შესძინა, ხოლო ,,ქუთაისის“ შემადგენლობაში 24-24 ქულა ირაკლი
მაცაბერიძემ და ნიკოლოზ გუბაევმა მიითვალეს.
შეგახსენებთ,
რომ 16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის უახლოესი მატჩი ხვალ ფოთში შედგება. ფოთის
,,ირაო“ საკუთარ მოედანზე ,,სოხუმს“ 16:00
საათზე უმაპინძლებს.