რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

დღეს სპორტის სასახლეში 16-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ,,ნაკრები-99’’ და ,,AXE” დაუპირისპირდნენ. 

14-წლამდელთა ნაკრებმა მეტოქეს დიდი სხვაობით – 77:51 მოუგო. გაგაცნობთ აღნიშნული შეხვედრის გამორჩეულ მოთამაშეთა მონაგარს.

ნაკრები-99: ზაურ ჯანელიძე – 17ქულა, 18მოხსნა; ნიკა ყირიმელი – 17ქულა, 12მოხსნა, 5 ჩაჭრა; ნიკა ჩეჩელაშვილი – 12ქულა, 7მოხსნა; სანდრო მამუკელაშვილი – 10ქულა.
AXE: გიორგი ჩიხლაძე – 15ქულა, 11მოხსნა; ჯაბა ბარათელი – 13ქულა, 9მოხსნა; დავით თარაშვილი – 12ქულა. 

16-წლამდელთა პლეი ოფები სტარტს 19 აპრილიდან აიღებს.  

მესამე ეტაპის ფინალურ (ა-ბ) ქვეჯგუფებში მონაწილე გუნდებიდან საუკეთესო შედეგების მქონე 8 გუნდი  შემდეგნაირად დაწყვილდა.

 I წყვილი         1 ადგილი – მე-8 ადგილი
II წყვილი        მე-2 ადგილი – მე-7 ადგილი
III წყვილი      მე-3 ადგილი – მე-6 ადგილი
IV წყვილი      მე-4 ადგილი – მე-5 ადგილი

პლეი ოფის განრიგი: http://u-16.ge/playoff/11-12/