რუსთავი 1-სა და შსს-ს გამარჯვებები

რუსთავი 1-სა და შსს-ს გამარჯვებები

16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის ორმი მატჩი შედგა
რუსთავში, სადაც ადგილობრივმა რუსთავი2-მა შსს აკადემია მიიღო, ხოლო რუსთავი 1-მა ,,ფოთს“
უმასპინძლა.

შსს-მ ქვემოქართლელებში 74:56 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 5 მოგებითა
და 3 მარცით მე-3 ადგილზე დამკვიდრდა. მოგებულთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ვილი
ისიანმა(27ქ.14მ) და ლუკა გიორგაძემ(13ქ.10მ) მიითვალეს, ხოლო რუსთავი 2-ს 11 ქულა
გიგი გოგობერიშვილმა შესძინა.

 რუსთავი 1-მა
,,ფოთი“ 101:36 გაანადგურა და 8 მოგებითა და ერთადერთი მარცხით სატურნირო ცხრილში პირველ
ადგილზე იმყოფება. გამარჯვებულებს 26 ქულით ნუგზარ ტაბაღუამ ულიდერა, ხოლო 18 ქულითა
და 25 მოხსნით ორმაგი დუბლი დათო ბარამიძემ შეასრულა.

,,ფოთის“ შემადგენლობაში გამოირჩა ჯანო ბერაიამ,
რომლის ანგარიშზეც 15 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლია.

16-წლამდელები რიგით მე-9 ტურს 29 იანვარს საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში გააგრძელებენ.