რუსთავი წაუგებლად ლიდერობს

რუსთავი წაუგებლად ლიდერობს

 16-წლამდელთა მორიგი ტური რუსთავში დაიწყო.
მასპინძლებმა ,,ჰიუნდაის” უმასპინძლეს და მეტოქე 90:77 დაამარცხეს.  შეხვედრა მასპინძელთა  უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმი რუსთაველებმა
57:38 მოიგეს.

შეხვედრის მეორე ნახევარში, ,,ჰიუნდაი” შეეცადა  მეტოქეს დაწეულიყო, მაგრამ მასპინძლებთან ვერაფერი
გააწყო და დამარცხდა. რუსთავის რიგებში ორმაგი დუბლით, 22 ქულითა და 12 მოხსნით გიორგი
დვალი გამოირჩა. ასევე 22 ქულა მიითვალა თორნიკე ქიტოშვილმა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე
ერთი მოხსნა დააკლდა (9 მოხსნა). რაც შეეხება დამარცხებულ გუნდს, ,,ჰიუნდაის” შემადგენლობაში
საუკეთესო ორმაგი დუბლით სანდრო ბოლქვაძე გახლავთ, რომლის ანგარიშზეც  37 ქულა და 11 
მოხსნაა.