“რუსთავში” ვერელებმა ვერ იყოჩაღეს

“რუსთავში” ვერელებმა ვერ იყოჩაღეს

დღეს რუსთავში ერთი მატჩი გაიმართა, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით
ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ქვემოქართლური გუნდი ჯგუფში უშუალო კონკურენტ „ვერეს“
ხვდებოდა და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწია.

პირველი მეოთხედი თანაბარი იყო, მერე კი რუსთაველებმა ყველა
კომპონენტში დაჯაბნეს ვერელები და მომდევნო 2 ათწუთეული 44:26 მოიგო და ბოლო
პერიოდის წინ 19 ქულით დაწინაურდა.

ეს უპირველესად რუსთაველთა სამი მოთამაშის დამსახურებაა – ბექა
ზედელაშვილის (26 ქულა, 17 მოხსნა), გიორგი ოქროჭელიძის (25 ქულა, 12 მოხსნა) და პაპუნა
ჯანაშვილის (8 ქულა, 19 მოხსნა) შემჩერებლები თბილისელები ვერ აღმოჩდნენ.

ვერელთაგან კი სხვებზე მეტად 16–წლამდელთა ნაკრების კანდიდატი გიორგი
იაკობიძე გამოირჩედა, რომელმაც საბოლოოდ 26 ქულა მოაგროვა, მაგრამ თავისიანებს
ვერაფერი უშველა.

ამ გამარჯვებამ რუსთაველებს საშუალება მისცა, ვერელებისთვის
გადაესწროთ და  პირველი ჯგუფის ცხრილში
მესამე ადგილზე გამაგრებულიყვნენ. ტურის დანარჩენი მატჩები კვირას, აგრარული
უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართება.

მატჩის სტატისტიკა: http://u-16.ge/results.php?gameid=151