საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატი 23 იანვარს დაიწყება

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატი 23 იანვარს დაიწყება

რამდენიმე დღეში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები დაიწყება. 20 იანვარს სტარტს 18-წლამდელთა ჩემპიონატი აიღებს, რომელსაც 16 და 14-წლამდელთა ჩემპიონატები მოჰყვება. მიმდინარე სეზონის ასაკობრივი პირველობები წინანდელისგან განსხვავებული ფორმატით გაიმართება.

სამივე ტურნირის გათამაშების ფორმატი ერთნაირი იქნება. რეგულარულ ჩემპიონატში გუნდები 2 ჯგუფში განაწილდება, ხოლო პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს. საპლეიოფო სერიები 3 მოგებამდე იქნება ყველა სტადიაზე – მერვედფინალში, ნახევარფინალში და ფინალში. მე-3 ადგილისთვის მატჩები სამივე ასაკობრივ ჩემპიონატში ტრადიციულად ერთ მოგებამდე იქნება. 

პლეი ოფში ვერგასული გუნდები ეგრედ წოდებულ პლეი აუტს ითამაშებენ ჩემპიონატში ადგილების გასანაწილებლად.

————————————————————————————————————————————————-

16-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე 13 გუნდი 2 ჯგუფში არის განაწილებული. “ა” ჯგუფში 6 გუნდი, ხოლო “ბ” ჯგუფი – 7.

ჯგუფებში გაიმართება 2 წრე (“ა” ჯგუფში 10 ტური, “ბ” ჯგუფში 12 ტური), რის შემდეგაც საუკეთესო 4-4 გუნდი პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალში “ა” და “ბ” ჯგუფის გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან, ხოლო პლეი ოფში ვერგასული 5 გუნდი 16-წლამდელთა ჩემპიონატის 9-13 ადგილებს გაითამაშებს. პლეი ოფში სერიები იქნება 3 მოგებამდე.

16-წლამდელთა პირველობის რეგულარული ჩემპიონატის კალენდარი:

http://gbf.ge/league/u16/schedule#mbt:275-303$f&stage=221297