საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

11 დეკემბერს დაიწყო საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატი, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა. ტურნირისთვის გუნდები თბილისიდან და რეგიონებიდან შეირჩნენ. დედაქალაქის ჩემპიონატის 7 საუკეთესო გუნდს – დინამო, ჰიუნდაი, ჰიუნდაი 2, ზაზა, აკადემია, მართვე, ვინგსი – რეგიონებიდან 5 დაემატა – ქუთაისი, ქუთაისი 2, აჭარის ნაკრები, სოხუმი და ხაშური. 

ჯამში 12 გუნდი 1 ჯგუფშია თავმოყრილი და რეგულარულ ჩემპიონატში 2 წრედ, გასვლა-სახლის პრინციპით ითამაშებს. საუკეთესო 8 გუნდი პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალში გუნდები ტრადიციული პრინციპით დაწყვილდებიან: 1-8, 2-7, 3-6 და 4-5.

მეოთხედფილალში პლეი ოფის სერია 1 მოგებამდეა. ნახევარფინალში 2 მოგებამდე, ხოლო ფინალურ სერიაში ჩემპიონი ის გახდება, რომელიც 3 გამარჯვებას მოიპოვებს. მე-3 ადგილის მფლობელი 1 მატჩით გამოვლინდება.

პირველ სათამაშო დღეს ჰიუნდაიმ ხაშური დაამარცხა, ზაზამ – ვინგსი, დინამომ – სოხუმი და აკადემიამ – მართვე. 

ყველა მატჩის შედეგს სრული სტატისტიკით ნახავთ ჩვენი საიტის შესაბამის განყოფილებაში: კალენდარი და შედეგები.