დღეს დაიწყო საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატი. ტურნირში 14 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ერთ ჯგუფში არიან თავმოყრილნი და რეგულარულ ჩემპიონატში 2 წრედ – შინ და სტუმრად ითამაშებენ.
14 გუნდიდან 4 რეგიონისაა – რუსთავი, ქუთაისი, აჭარის ნაკრები და სოხუმი. დანარჩენი 10 გუნდი კი დედაქალაქს წარმოადგენს. ესენი არიან: დინამო, ჰიუნდაი, ზაზა1, ორბი, მართვე, ზაზა 2, ვიგზი-აქსე, აკადემია,ზაზა 3 და ოვერტაიმი. დედაქალაქის გუნდებმა საქართველოს ჩემპიონტში ასპარეზობის უფლება გასულ შემოდგომაზე გამართულ თბილისის ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობით მიიღეს.
გათამაშების სისტემის თანახმად, 14 გუნდი 2 წრედ ითამაშებს, რის შემდეგაც საუკეთესო 8 პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალში სერია იქნება ერთ მოგებამდე, ხოლო ნახევარფინალში და ფინალში გამარჯვებული 2 მოგების შედეგად გამოვლინდება. მოედნის უპირატესობა ექნება იმ გუნდს, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს.
დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 6 მატჩიდან 1 უკვე დასრულდა. ზაზა 1-მა 79:51 სძლია აქსე-ვინგზს. თამაშების განრიგი და დასრულებული მატჩების სტატისტიკა შეგიძლია იხილოთ ჩვენი საიტის შესაბამის გვერდზე: კალენდარი შედეგები
ასევე შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ მიმდინარე თამაშების ტექსტურ ლაივ-სტატისტიკას ჩვენი საიტის პირველსავე გვერდზე, ანაც თამაშების განრიგში დაკლიკეთ “ლაივი”.
ფოტოები მიმდინარე მატჩიდან: მართვე – ბათუმი LIVE: http://www.fibalivestats.com/u/GEO/812622/