საქართველოს 16-წლამდელთა რეგულარულ ჩემპიონატში 2 მატჩია დარჩენილი, თუმცა პლეი ოფში გასული გუნდების ვინაობაც ცნობილია და ისიც, თუ ვინ ვის შეხვდება მეოთხედფინალში. დღეს ოლიმპიურ სასახლეში გამართულმა საკვანძო მატჩმა გაარკვია პლეი ოფის ბოლო, მე-8 მონაწილე, რომელიც “რუსთავი” გახდა.
რუსთაველებმა დაძაბულ ბრძოლაში – 56:55 დაამარცხეს “აკადემია” და მის მაგივრად ჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელი მე-4 ადგილი დაიკავეს. მართალია, ქვემოქართლელები სადღეისოდ მე-5 ადგილზე არიან, თუმცა “აკადემიამ” თამაშები დაამთავრა და “რუსთავმა” ბოლო ტურში “ჰიუნდაისთან” რომც წააგოს, აკადემიას ადგილებს გაუცვლის და პლეი ოფში გავა. ასე და ამგვარად, “რუსთავი” რეგულარულ ჩემპიონატს” “ბ” ჯგუფის მე-4 ადგილზე დაასრულებს და მეოთხედფინალში “ა” ჯგუფის პირველადგილოსან “ზაზა 1”-ს შეხვდება.
რაც შეეხება სხვა მეოთხედფინალურ წყვილებს, სანამ მათზე გადავალთ, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილოთ, რომელიც ჯგუფში ადგილების განაწილების წესს ეხება. “ბ” ჯგუფში ამ მომენტისთვის მე-2 ადგილზე “ქუთაისი 2”, ხოლო მესამეზე – “ზაზა 2” იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს თამაშები დასრულებული აქვთ, წესების თანახმად, ისინი ადგილებს გაცვლიან. მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს, ფიბა-ს მიერ დადგენილი სატურნირო წესების თანახმად, სანამ ყველა მატჩი არ დასრულდება, ჯგუფში თანაბარქულიანობის შემთხვევაში ადგილები ბურთების საერთო შეფარდებით ნაწილდება, ხოლო როცა ყველა გუნდი დაასრულებს ჯგუფის თამაშებს, თანაბარქულიან გუნდებს შორის უპირატესობა ურთიერთშეხვედრებით გადაწყდება. “ზაზა 2” და “ქუთაისი 2” ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ, თითო თამაში მოიგეს, თუმცა ზაზას აკადემიის გუნდს “ქუთაისი 2”-თან მატჩებში ბურთების უკეთესი შეფარდება (70:63, 78:81) აქვს და როცა 18 აპრილს თამაშები დასრულდება, ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, ხოლო “ქუთაისი 2” მე-3-ზე დაქვეითდება.
“ბ” ჯგუფში აქ არის კიდევ ერთი ვარიანტი, თუ “რუსთავი” ბოლო ტურში “ჰიუნდაის” მოუგებს და 3 გუნდს – “ზაზა 2”-ს, “ქუთაის 2”-ს და “რუსთავს” თანაბარი ქულები დაუგროვდებათ, თუმცა იგივე ფიბა-ს დებულებით, სამი გუნდის ურთიერთშეხვედრებში ეს თანმიმდევრობა არ იცვლება. ამ 3 გუნდის ურთიერთშეხვედრებში 3 მოგებით მოწინავე “ზაზა 2”-ია, 2 მოგებით შემდეგ მოდის “ქუთაისი 2” და ბოლოს 1 მოგებით “რუსთავია”.
“ა” ჯგუფში ყველა მატჩი დასრულებულია და შესაბამისად ადგილებიც საბოლოოდ შემდეგი მიმდევრობითაა განაწილებული: “ზაზა 1”, “ოვერტაიმი”, “ქუთაისი 1” და აჭარის ნაკრები. “აკადემია 2” და “ორბი” “ა” ჯგუფიდან პლეი ოფში ვერ გავიდნენ.
პლეი ოფის პირველ წრეში (მეოთხედფინალში), ისევე როგორც ყველა ეტაპზე, სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება. პლეი ოფის კალენდარი მალე შედგება, წყვილების სრული სია კი ასე გამოიყურება: