საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, რომელმაც იმ 8 გუნდის ვინაობა გაარკვია, რომლებიც პლეი ოფში გავიდნენ და ამით ქვეყნის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორები არიან თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. საკვალიფიკაციო ტურნირის მიზანია, ის 8 გუნდი გამოავლინოს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის ლიცენზიას მოიპოვებენ. დანარჩენები კი ახალი წლიდან თბილისის ჩემპიონატში იასპარეზებენ.
ასე და ამგვარად, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავიდა. შესაბამისად, გამოვლინდა საუკეთესო 8 გუნდი, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს და ახლა საკვალიფიკაციო ტურნირის მოსაგებად პლეი ოფში გააგრძელებენ ბრძოლას.
დღეს ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის 8 მატჩი გაიმართა, რომლის შედეგებს, სტატისტიკას, ფოტოკოლაჟს, სატურნირო ცხრილსა დ პლეი ოფის ბადეს ქვემოთ წარმოგიდგენთ:
ზაზა – აკადემია 2
სტატისტიკა: 97:45
გოა – იბერი
სტატისტიკა: 64:50
ორბი – ოვერტაიმი 2
სტატისტიკა: 63:53
დინამო – ქარი
სტატისტიკა: 72:26
ჰიუნდაი – ვინგსი
სტატისტიკა: 62:44
ზაზა 2 – აკადემია 3
სტატისტიკა: 59:27
აკადემია – ვინსი 2
ტექნიკური ანგარიში: 20:0
ოვერტაიმი – დინამო 2
სტატისტიკა: 80:59