საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დღეს კიევში ამხანაგური მატჩი გამართა უკრაინასთან. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით – 78:71 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინაში ლატვიიდან ჩავიდა, სადაც ერთკვირიანი შეკრება გაიარა. უკრაინასთან მატჩის უმეტეს დროს ქართველები ლიდერობდნენ. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ბოლო პერიოდის წინ 56:51 იგებდა და 5-ქულიანი სხვაობით ლიდერობდა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრეც. დასკვნით წუთებში უკრაინელებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს და საბოლოოდ 7 ქულით – 78:71 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებში 20 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი. 10 ქულით, 5 მოხსნით და 4 პასით გამოირჩა ირაკლი კილაძე. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონისთვის ემზადება და მორიგ სპარინგ-მატჩს კვლავ უკრაინასთან, 31 აგვისტოს გამართავს.
უკრაინა – საქართველო
სტატისტიკა: 78:71