შსს აკადემიამ რუსთავი დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

შსს აკადემიამ რუსთავი დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია თბილისის
სპორტის სასახლეში გაიხსნა. 

„შსს-აკადემიამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში
– 69:62 დაამარცხა, როთაც სერიაში 1:0 დაწინაურდა და თუკი მეორე მატჩსაც მოიგებს, ფინალში
გავა.

 რაც შეეხება დღვანდელ მატჩს, იგი ძალიან საინტერესოდ
წარიმართა. აკადემიელებმა პირველი მეოთხედი 16:9 მოიგეს და მთელი პირველი ნახევარი
დამაჯერებლად ლიდერობდნენ. მეორე პერიოდის ბოლოსკენ რუსთაველებმა თამაში გამოასწორეს
– გიგი გოგობერიშვილისა და ილია წიქარიშვილის შედეგიანობით დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა
3 ქულამდე შეამცირეს – 33:36.

 ამის შემდეგ, თამაშის ბოლომდე რუსთაველები ცდილობდნენ,
მაგრამ დაწინაურება ვერ მოახერხეს. რამდენჯერმე – მესამე და ბოლო მეოთხედებში ქვემოქართლელებმა
ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხეს. ზუსტად
თამასობდნენ აკადემიელთა ლიდერები – ვილი ისიანი და ლევან გოგალაძე, რომელთა აქტიურობის
წყალობით „შსს-აკადემიამ“ მოპოვებული ლიდერობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.

 ვილი ისიანმა შეხვედრა 20 ქულით და 13 მოხსნით დაასრულა,
გოგალაძე კი 27 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. დამარცხებულთაგან 19 ქულით გოგობერიშვილი
გამოირჩა, ხოლო ირაკლი წიქარიშვილმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა – 17 ქულა,
10 მოხსნა. 1 ქულა დააკლდა ორმაგ მოხსნამდე კოსტანტინე ბიწაძეს, რომელმაც 9 ქულა და
13 მოხსნა მიითვალა.

 სერიის მეორე შეხვედრა 10 მაისს რუსთავში გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ლევან მიქაბერიძე(შსს აკადემია):  პირველ რიგში, მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო
ბატონი ოთარის მიმართ. რეგულარულის შემდეგ ყველას 2-კვირიანი შესვენება გვქონდა და
ძალები სწორად ვერ გადავანაწილეთ, სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. რუსთავი ძლიერი გუნდია,
საკმაოდ დიდი ტრადიციების მქონე. ჩვენ ამ ასაკში პირველად ვასპარეზობთ, გამოცდილება
არ გვაქვს და გაგვიჭირდა. თუმცა ბიჭებმა იპოვეს თავიანთ თავში ძალა და ძალიან ძლეირი
გუნდი დაამარცხეს. ყველაფერი წინაა, შემდეგი თამაში რუსთავში გვიწევს  და დიდ ბრძოლა გველის. არ გამოვრციხავ, ფინალისტის
გამოსავლენად მე-3 თამაში გახდეს საჭირო.

ოთარ ხმელიძე(რუსთავი):  ჩვენი მოწინააღმდეგე უძლიერესი გუნდია, თამაში არ
წაუგიათ რეგულარულში, კარგი მწვრთნელი და ნაკრების წევრები ჰყავთ და შედეგიც შესაბამისი
აქვთ. თუმცა მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ძნელი თამაში გველის, მაგრამ დანებებას
არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს დღევანდელი თამაშისთვის.

ლევან გოგალაძე(შსს აკადემია):  სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში
იყო. ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით დაცვაში. რუსთავს მთავარ კონკურენტად მივიჩნევთ
და შემდეგი თამაშისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ხარვეზები.

გიგი გოგობერიშვილი(რუსთავი): მადლობა მოწინააღმდეგეს
ასეთი დაძაბული თამაშითვის. სამწუხაროა, რომ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება.  გავარჩევთ თამაშს და მომავალი მატჩში შევეცდებით
მაქსიმალურად ნაკლები შეცდომა დავუშვათ.