ნახევარფინალური სერიებიდან ეროვნული
საკალათბურთო ჩეპიონატის მაყურებელს საინტერესო სიურპრიზი
ელის. სპონსორებთან და პარტნიორებთან ერთად სუპერლიგის ხელმძღვანელობამ გულშემატკივრებისთვის კონკურსს დაიწყო,
რომელშიც მონაწილეობაც სუპერლიგის მატჩებზე
მოსულ მაყურებელს შეეძლება.
ნახევარფინალური სერიების ყველა
მატჩის შესვენებაზე გამოვლინდება 4 მაყურებელი, რომლებიც
ფინალში გადავლენ.
შერჩევის პრინციპი
შემდეგნაირია: მოთამაშეები ტრიბუნებში ბურთებს
გადააგდებენ, რომელთა
დამჭერნიც საჯარიმოების სროლით საუკეთესო
ოთხეულს გამოავლენენ.
აღნიშნული
კონკურსი ქუთაისში
და ბათუმში
გამართულ მატჩებზეც
გავრცელდება. რაც
უფრო მეტი
მატჩი გაიმართება ნახევარფინალურ სერიებში,
მით უფრო
მეტი კონკურსანტი გადავა ფინალში.
ფინალური
სერიის მსვლელობისას გაიმართება გამარჯვებულების გამოვლენა, რომლებიც ფასიანი
პრიზებით დაჯილდოვდებიან. პრიზიორთათვის საჩუქრები
ეროვნული ნაკრებისა
და სუპერლიგის სპონსორებმა და
პარტნიორებმა დააწესეს.
ნაკრების
გენერალური პარტნიორი
„ბორჯომი“ კონკურსის
3 საუკეთესო მოთამაშისთვის შემდეგ პრიზებს
აწესებს: პირველი
ადგილი: პლაზმური
ტელევიზორი, მეორე
ადგილი – მობილური
ტელეფონი, მესამე
ადგილი – ფოტოკამერა.
სუპერლიგის გენერალური სპონსორი,
აზარტული თამაშების
კომპანია „ევროპაბეთი“ პრიზიორებს შესაბამისად 500, 300 და 200 ლარით დააჯილდოვებს. ფინალურ ტურნირში
გასული ყველა
კონკურსანტი ეროვნული
ნაკრების გენერალური სპონსორისგან, კომპანია „ნატახტარისგან“ მიიღებს ბრენდულ
პროდუქციას.
აღნიშნული
სახის კონკურსი
მომავალი სეზონიდან
ხელახლა დაიწყება
და სუპერლიგის მთლი სეზონის
მანძილზე გაგრძელდება. ესაა უპრეცედენტო და საკმაოდ
აზარტული შეჯიბრი,
რომელშიც მაყურებელი და გულშემატკივარი კონკურსის საშუალებით გვერდში მიჰყვება
სუპერლიგას, რომლის
დასრულებისას გამარჯვებულების ძვირფასი პრიზებით
დაჯილდოვდებიან.
გიორგი ზაბახიძე,
სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი:
,,სუპერლიგის
ნახევარფინალების პირველივე თამაშიდან მაყურებლებისთვის საკმაოდ საინტერესო გათამაშებას
ვიწყებთ, ყველა ნახევარფინალურ შეხვედრაზე საჯარიმოების სროლებით გამოვლინდება 4-4
საუკეთესო მონაწილე, რომლებიც ფინალში გადავლენ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს
და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და ამ კონკურსში აქტიური ჩართვისთვის. აღნიშნული კონკურსი
მომავალ წელს სეზონის პირველივე მატჩიდან დაიწყება და სეზონის ბოლომდე გასტანს. კალათბურთის
პოპულარიზაციისთვის და მასობრიობისთვის ეს უპრეცედენტო კონკურსი ნამდვილად სასარგებლო
იქნება.’’
ნანიკო კუპრაშვილი,
კომპანია ,,ბორჯომის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:
,,კომპანია
,,ბორჯომი’’ უკვე წლებია თანამშრომლობს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან. მაყურებლებში
ასეთი გათამაშების მოწყობის იდეა ძალიან საინტერესოა და ჩვენი კომპანია სიამოვნებით
დაუდგა გვერდში სუპერლიგის ხელმძღვანელობის ინიციატივას, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი
ცხოვრების წესის და ზოგადად, კალათბურთის პოპულარიზაციას. გამარჯვებულებისთვის პრიზებად
ტელევიზორი, მობილური ტელეფონი და ფოტოკამერა დავაწესეთ, რაც მონაწილეებისთვის, ვფიქრობ,
კარგი სტიმული იქნება.’’
დღევანდელი ნახევარფინალური სერიიდან უკვე გამოვლინდა 8 გამარჯვებული, რომლებიც ფინალში იასპარეზებენ. სუპერლიგის ხელმძღვანელობა ულოცავს გამარჯვებულებს და გულშემატკივარს მოუწოდებს მობრძანდნენ თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მატჩებზე, რათა არ გაუშვან სოლიდური პრიზების მოგების შანსი.