დღეს ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო თბილისისა და საქართველოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირი 16-წლამდელთა შორის, რომლის ორგანიზატორიც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია არიან. ტურნირში 17 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
ჯგუფებში 1 წრის შემდეგ 1-2 ადგილებზე გასული გუნდები პლეი ოფში ხომ გავლენ და ამავდროულად, საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ. ჯგუფებიდან ვერგასული გუნდები თბილისის ჩემპიონატში გადაინაცვლებენ, რომელიც 2019 წლის დასაწყისში აიღებს სტარტს.
რაც შეეხება მეოთხედფინალში გასულ გუნდებს, ისინი თბილისისა და საქართველოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირის მოასაგებად ბრძოლას პლეი ოფის სისტემით გააგრძელებენ.
დღეს ოლიმპიურ სასახლეში თბილისისა და საქართველოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირის 4 მატჩი ჩატარდა. წარმოგიდგენთ მათ შედეგებს და სრულ სტატისტიკას.
აკადემია 3 – ვინგსი
სტატისტიკა: 48:76
ოვერტაიმი 3 – ზაზა 2
სტატისტიკა: 36:103
ოვერტაიმი 2 – დინამო
სტატისტიკა: 38:83
ქარი – ორბი
სტატისტიკა: 21:70