ვილი ისიანის 127-ქულიანი რეკორდი

ვილი ისიანის 127-ქულიანი რეკორდი

გრძელდება
16-წლამდელთა ჩემპიონატი. მორიგ შეხვედრებს დღეს საკალათბურთო აკადემიამ და 53-ე სკოლამ
უმასპინძლეს. დღის უკანასკნელ შეხვედრაში რეკორდი დაფიქსირდა –

ვილი ისიანმა 127 ქულა ჩააგდო. ეს მოხდა 16-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, რომელშიც ისიანის „შსს-აკადემიამ“ 165:39 დაამარცხა
მართვე-1. 15 წლის ისიანმა მეტოქეს 70-დან 55 ორქულიანი, 15-დან 14 საჯარიმო და 3-დან
1 სამქულიანი ჩაუგდო, რამაც, როგორც თავში უკვე ვთქვით, 127 ქულა შეადგინა.

 ეს გახლავთ საქართველოს ჩემპიონატების აბსოლუტური რეკორდი.
აქამდე საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ეკუთვნოდა, რომელმაც 6 წლის წინ 18-წლამდელთა
ჩემპიონატში 89 ქულა ჩააგდო.

ისიანის საუკეთესო შედეგი 75 ქულა იყო, რომელიც მან მიმდინარე ჩემპიონატში, “კაკტუსთან” მატჩში მოაგროვა.  ისიანი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრია.
მას საქართველოს სუპერლიგაშიც აქვს ნათამაშები, როცა გიორგოს კეცელიდისმა ის „შსს-აკადემიის”’
ძირითად გუნდში, ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

გამოსარჩევია ისიანის თანაგუნდელის, ლევან გოგალაძის
40 შედეგიანი გადაცემა, ურომლისოდაც ისიანი რეკორდს ვერ დაამყარებდა. გოგალაძე ისიანის
თანაგუნდელია 16-წლამდელთა ნაკრებშიც და ცხადია, ერთმანეთთან შეთამაშებაც არ აკლიათ.
გოგალაძის 40 პასი თავისთავად რეკორდია საქართველოს ყველა ასაკობრივი ჩემპიონატისა.
გაგაცნობთ სხვა თამაშების შედეგებსა და საუკეთესო მოთამაშეთა მონაგარს.

მართვე-2 – ლომები  82:55

მართვე-2:  ნოდარ სანაია – 26ქულა,14მოხსნა; დათო ლომიძე –
23ქულა; დემეტრე წიკლაური – 20ქულა; მამუკა ნიკოლაიშვილი – 25მოხსნა.

ლომები:  ბექა ბექაური – 15ქულა; თემურ ზედგენიძე -11ქულა,10მოხსნა.

 

მართვე-4 – აკადემია  42:97

მართვე-4:  როსტომ ოქრიაშვილი – 11ქულა,8მოხსნა; ლევან თაღიაშვილი
– 11ქულა; ბაჩო ხეთაგური – 9ქულა,10მოხსნა.

აკადემია:  ლუკა გიორგაძე – 22ქულა,12მოხსნა; შოთა მახარაშვილი
– 15ქულა; ლუკა ბულაშვილი – 13ქულა; ნიკა ლეონიძე – 11ქულა; საბა მახარაძე – 10ქულა.

 

TBC
– კარდინალები  45:91

TBC: კახა მაჭავარიანი – 14ქულა.

კარდინალები:
ბილი ალიევი – 21ქულა,13მოხსნა,5დაფარება; უჩა ნადარაია – 19ქულა,9მოხსნა; სოსო ტურაშვილი
– 14ქულა; გიორგი ნებიერიძე – 10ქულა.

 

სოხუმი
– ქუთაისი-2  61:71

სოხუმი:
 ტატო ზუზაძე
– 23ქულა; რომა კვერნაძე – 12ქულა; ლუკა მწარიაშვილი – 12ქულა; მიხეილ ჯოჯუა – 6ქულა,18მოხსნა.

ქუთაისი:
საბა გაგოშიძე – 17ქულა,14მოხსნა; ლადო ფურცხვანიძე – 16ქულა,14მოხსნა; იოანე გუბაევი
– 14ქულა; ნიკა ბერეკაშვილი – 13ქულა.

 

მართვე-3  – მარნეული 
36:47

მართვე-3:
 გიორგი ჯაში
– 10ქულა,10მოხსნა; აკაკი პაპუნიდი – 7ქულა,15მოხსნა.

მარნეული:
ბიძინა შამპრიანი – 20ქულა; დავით სარქისიანი – 11ქულა,9მოხსნა,8პასი;

 

დინამო – ქუთაისი  60:74

დინამო:
 ლუკა მაჭავარიანი
– 18ქულა; გიორგი თვალაბეიშვილი – 15ქულა,18მოხსნა; ნიკა ჭანტურია – 12ქულა; გიორგი
გვიანიძე – 9ქულა,10მოხსნა.

ქუთაისი:
ვიტალი წკიპურიშვილი – 25ქულა,11მოხსნა,7პასი; გიგი ვადაჭკორია – 18ქულა,12მოხსნა;
საბა ფარჯანაძე – 12ქულა.

 

ჰიუნდაი – აკადემია-2  56:39

ჰიუნდაი:
 ლევან ბეროშვილი
– 28ქულა,27მოხსნა; ვაჟა ოდიშარია – 8ქულა,17მოხსნა.

აკადემია-2:
 ზურა ლეჟავა
– 20ქულა. 

შსს აკადემია – მართვე-1  165:39

შსს
აკადემია:  ვილი ისიანი
– 127ქულა, 27მოხსნა; ლევან გოგოლაძე – 10ქულა,8მოხსნა,40პასი; ვასილ მჭედლიშვილი
– 11ქულა.

მართვე:
 ნიკა ჭიჭვეიშვილი
– 18ქულა; გიორგი ჯგუშია – 11ქულა, 8მოხსნა.

                                          TBC – კარდინალები
 
                                               მართვე-3 – მარნეული 

                                        ჰიუნდაი – აკადემია-2 

                                                    შსს – მართვე