შედეგებიგალერეადღეს
აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატმა, რომელშიც
18 გუნდი მონაწილეობს. გუნდები ორ ჯგუფში არიან გადანაწილებული.
ა ჯგუფი:
სოხუმი, ნიკე, ქუთაისი, რუსთავი-2,
არმია, ჰიუნდაი, ნაკრები, თსსუ, მართვე-1
ბ ჯგუფი:
მაქაბი, სოხუმი-2, რუსთავი, მარნეული,
ლომები, შსს აკადემია, გორი, აკადემია, კარდინალი
ქვეჯგუფებში გადანაწილებული
გუნდები 2 წრედ იასპარეზებენ, რის შემდეგაც 4-4 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი
მეოთხედფინალში ითამაშებს. მე-5, მე-6, მე-7,მე-8 და მე-9 ადგილზე გასული გუნდები
კი მე-9-მე-18 ადგილებისთვის იბრძოლებენ.
აკადემიაში დღეს 6 შეხვედრა გაიმართა. გაგაცნობთ
თამაშების შედეგებსა და საუკეთესო მოთამაშეთა მონაგარს.
სოხუმი – ნიკეა 75:61
სოხუმი: კონსტანტინე ბიწაძე – 14ქულა, 15მოხსნა, 6 ჩაჭრა; რატი მარგალიტაძე –
14ქულა; თენგიზ სხირტლაძე – 13ქულა.
ნიკეა: ზურა გეგეჭკორი – 33ქულა; თორნიკე
ქობლავა – 12ქულა, 9 პასი; გიორგი კანდელაკი – 9ქულა, 20 მოხსნა.
სოხუმი 2 – მაქაბი 72:79
სოხუმი 2: შოთა მახარაშვილი – 38ქულა, 9 მოხსნა; ალექსანდრე სარალიძე – 10ქულა.
მაქაბი: მაიზერ
რევაზაშვილი – 53ქულა, 21მოხსნა.
ჰიუნდაი
– ნაკრები-98 61:67
ჰიუნდაი: სოსო გელდიაშვილი – 15ქულა;
ნაკრები-98: ნიკოლოზ ლოლიშვილი – 15ქულა; საბა აკობია –
10ქულა; ლუკა ბულაშვილი – 10ქულა; ლევან ბაბილოძე – 10ქულა.
ლომები
– გორი 72:54
ლომები: ბექა ბექაური – 24ქულა; საბა ბაზერაშვილი –
20ქულა; თემურ ზედგენიძე – 11ქულა; საბა ბერუაშვილი – 10ქულა.
გორი: დიმიტრი გოდერძიშვილი
– 11 ქულა.
არმია
– თსსუ 84:48
არმია: თორნიკე გაგუა – 23ქულა;
მამუკა ბაბუაშვილი – 16ქულა, 18მოხსნა; სოსო მაჭავარიანი – 11ქულა.
თსსუ: გიორგი დარსალია –
10ქულა.
შსს აკადემია – აკადემია 57:51
შსს აკადემია: ვილი ისიანი – 17 ქულა, 22 მოხსნა, უჩა ნადარია – 14 ქულა
აკადემია: გიორგი თევდორაშვილი – 14 ქულა, ნიკოლოზ ცინცაძე – 12 ქულა