18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

შედეგებიგალერეადღეს
აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატმა, რომელშიც
18 გუნდი მონაწილეობს. გუნდები ორ ჯგუფში არიან გადანაწილებული.

ა ჯგუფი:

სოხუმი, ნიკე, ქუთაისი, რუსთავი-2,
არმია, ჰიუნდაი, ნაკრები, თსსუ, მართვე-1

ბ ჯგუფი:

მაქაბი, სოხუმი-2, რუსთავი, მარნეული,
ლომები, შსს აკადემია, გორი, აკადემია, კარდინალი

ქვეჯგუფებში გადანაწილებული
გუნდები 2 წრედ იასპარეზებენ, რის შემდეგაც 4-4 საუკეთესო შედეგის  მქონე გუნდი
მეოთხედფინალში ითამაშებს.  მე-5, მე-6, მე-7,მე-8 და მე-9 ადგილზე გასული გუნდები
კი მე-9-მე-18 ადგილებისთვის იბრძოლებენ.

აკადემიაში დღეს 6 შეხვედრა გაიმართა. გაგაცნობთ
თამაშების შედეგებსა და საუკეთესო მოთამაშეთა მონაგარს.

სოხუმი – ნიკეა 75:61

სოხუმი: კონსტანტინე ბიწაძე – 14ქულა, 15მოხსნა, 6 ჩაჭრა; რატი მარგალიტაძე –
14ქულა; თენგიზ სხირტლაძე – 13ქულა.

ნიკეა: ზურა გეგეჭკორი – 33ქულა;  თორნიკე
ქობლავა  – 12ქულა, 9 პასი;  გიორგი კანდელაკი – 9ქულა, 20 მოხსნა.

სოხუმი 2 – მაქაბი  72:79

სოხუმი 2:  შოთა მახარაშვილი – 38ქულა, 9 მოხსნა; ალექსანდრე სარალიძე – 10ქულა.

მაქაბი:  მაიზერ
რევაზაშვილი – 53ქულა, 21მოხსნა.                             

 

ჰიუნდაი
– ნაკრები-98   61:67

ჰიუნდაი: სოსო გელდიაშვილი – 15ქულა;

ნაკრები-98: ნიკოლოზ ლოლიშვილი – 15ქულა; საბა აკობია –
10ქულა; ლუკა ბულაშვილი – 10ქულა; ლევან ბაბილოძე – 10ქულა.

 

ლომები
– გორი  72:54

ლომები:  ბექა ბექაური – 24ქულა; საბა ბაზერაშვილი –
20ქულა; თემურ ზედგენიძე – 11ქულა; საბა ბერუაშვილი – 10ქულა.

გორი: დიმიტრი გოდერძიშვილი
– 11 ქულა.

არმია
– თსსუ  84:48

არმია: თორნიკე გაგუა – 23ქულა;
მამუკა ბაბუაშვილი – 16ქულა, 18მოხსნა; სოსო მაჭავარიანი – 11ქულა.

თსსუ: გიორგი დარსალია –
10ქულა. 

შსს აკადემია – აკადემია 57:51
შსს აკადემია: ვილი ისიანი – 17 ქულა, 22 მოხსნა, უჩა ნადარია – 14 ქულა
აკადემია: გიორგი თევდორაშვილი – 14 ქულა, ნიკოლოზ ცინცაძე – 12 ქულა