ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 18-წლამდელთა პლეიაუტის ორ
შეხვედრას უმასპინძლა. 7-8 და 5-6 ადგილებისთვის ერთმანეთს აკადემია 2 – ,,მარნეული“ და ,,სოხუმი” – აკადემია დაუპირიპირდნენ.
აკადემია 2-მა ,,მარნეული” იოლად, 74:57 დაამარცხა და პლეიაუტში მე-7 ადგილზე დამკვიდრდა. აკადემიელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და პირველ
ტაიმში მეტოქეს 31:20 აჯობეს. მარნეულის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერც მატჩის მეორე
ნახევარში გაუწია და მე-8 ადგილს დასჯერდა.
აკადემიის შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ერთბაშად
ორი მოთამაშე გამოირჩა. ნიკა ბაქრაძემ 19 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი
იაკობიძემ – 10 ქულა და ამდენივე მოხსნა. ,,მარნეულის“ მხრიდან თავი ირაკლი ჯანხოთელმა
გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა.
საინტერესო გამოდგა ,,სოხუმისა“ და აკადემიის შეხვედრა,
რომლებიც ერთმანეთს 5-6 ადგილებითვის დაუპირისპირდნენ.
მატჩი აკადემიელთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მატჩში 72:67 იმარჯვეს და მე-5
ადგილი მოიპოვეს. აკადემიამ პირველ ტაიმში 45:39 იმარჯვა, ხოლო მესამე მეოთხედის ბოლოს
მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და წინ 65:49 გავიდა. დასკვნით პერიოდში
სოხუმელები აქტიურად ათამაშდნენ და მატჩის დასრულებამდე 3:18 წუთით ანაგარიშში ჩამორჩენა
7 ქულამდე დაიყვანეს – 61:68, ხოლო შეხვედრის
ბოლო წუთზე 4-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს
– 66:70. მიუხედავად ამისა, დარჩენილ დროში
,,ზღვისპირელებმა“ შანსი ვეღარ გამოიყენეს
და მე-6 ადგილი დაიკავეს.
აკადემიელებს 28 ქულით ბექა დარახველიძემ ულიდერა, ხოლო ,,სოხუმის“ შემადგენლობაში
14 ქულით ოთო ბულიავა გამოირჩა.