18-წლამდელთა პლეიაუტში 5-6 და 7-8 ადგილები განაწილდა

18-წლამდელთა პლეიაუტში 5-6 და 7-8 ადგილები განაწილდა

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 18-წლამდელთა პლეიაუტის ორ 
შეხვედრას უმასპინძლა. 7-8  და 5-6 ადგილებისთვის ერთმანეთს აკადემია 2 – ,,მარნეული“  და ,,სოხუმი” – აკადემია დაუპირიპირდნენ.

 აკადემია 2-მა ,,მარნეული”  იოლად,  74:57 დაამარცხა და პლეიაუტში მე-7 ადგილზე დამკვიდრდა. აკადემიელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და პირველ
ტაიმში მეტოქეს 31:20 აჯობეს. მარნეულის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერც მატჩის მეორე
ნახევარში გაუწია და მე-8 ადგილს  დასჯერდა.
 აკადემიის შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ერთბაშად
ორი მოთამაშე გამოირჩა. ნიკა ბაქრაძემ 19 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი
იაკობიძემ – 10 ქულა და ამდენივე მოხსნა. ,,მარნეულის“ მხრიდან თავი ირაკლი ჯანხოთელმა
გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა.  

საინტერესო გამოდგა ,,სოხუმისა“ და აკადემიის შეხვედრა,
რომლებიც ერთმანეთს  5-6 ადგილებითვის დაუპირისპირდნენ.
მატჩი აკადემიელთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მატჩში 72:67 იმარჯვეს და მე-5
ადგილი მოიპოვეს. აკადემიამ პირველ ტაიმში 45:39 იმარჯვა, ხოლო მესამე მეოთხედის ბოლოს
მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და წინ 65:49 გავიდა. დასკვნით პერიოდში
სოხუმელები აქტიურად ათამაშდნენ და მატჩის დასრულებამდე 3:18 წუთით ანაგარიშში ჩამორჩენა
7 ქულამდე დაიყვანეს – 61:68, ხოლო  შეხვედრის
ბოლო წუთზე  4-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს
–  66:70. მიუხედავად ამისა, დარჩენილ დროში
,,ზღვისპირელებმა“  შანსი ვეღარ გამოიყენეს
და მე-6 ადგილი დაიკავეს.  

აკადემიელებს 28 ქულით  ბექა დარახველიძემ ულიდერა, ხოლო ,,სოხუმის“ შემადგენლობაში
14 ქულით ოთო ბულიავა გამოირჩა.