ფინალურ სერიაში საკალათბურთო აკადემია დაწინაურდა

ფინალურ სერიაში საკალათბურთო აკადემია დაწინაურდა

სტატისტიკა 
დღეს საკალათბურთო აკადემიაში სტარტი აიღო 2 მოგებამდე
მიმდინარე 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურმა სერიამ. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს „შსს-აკადემია“
და „საკალათბურთო აკადემია“ ერკინებიან. ამ გუნდებმა რეგულარული ჩემპიონატის პირველ-მეორე
ადგილები დაიკავეს და ფინალამდეც დიდი გართულებების გარეშე მივიდნენ.

ფინალური სერიის პირველი მატჩი გია კაზანჯიანის გაწვრთნილი
„აკადემიის“ უპირატესობით დაიწყო და თამაშის ბოლომდე ვითარება არ შეცვლილა. აკადემიელებმა
პირველი მეოთხედი 29:18 რომ მოიგეს, შემდეგ მეტოქე  10 ქულაზე ახლოს არ მიუშვიათ. კაზანჯიანის გუნდი
ბოლომდე საიმედო უპირატესობას ინარჩუნებდა და შეხვედრაც დამაჯერებელად მოიგო –
81:71.

შეუჩერებელი იყო ლუკა გიორგაძე, რომელმაც 26 ქულა, 16
მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.  20 ქულით
დაასრულა შეხვედრა გიორგი გვიანიძემ, საბა აკობიას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. შსს-ელთაგან
23 ქულით და 10 მოხსნით ვასილ მჭედლიშვილი გამოირჩა, 13 ქულა და 4 დაფარება ბილი ალიევის
ანგარიშზეა.

ფინალური სერიის მეორე მატჩს 31 მაისს სპორტკომპლექსი
არენა უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში „აკადემია“ ჩემპიონი გახდება.